FM97.5 / LIVE

ხალიჩების ფესტივალი და Kavkaz Jazz Festival-ის დასკვნითი კონცერტი

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.06.2016
ხვალ, 11 ივნისს, რაბათი ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნასა და Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნით გალა-კონცერტს უმასპინძლებს. ორივე ფესტივალი პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

ხალიჩების ფესტივალი და Kavkaz Jazz Festival-ის დასკვნითი კონცერტი

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი რაბათში ოფიციალურად 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე, ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისა და კავკაზ ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ სტუმრები ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის პავილიონებს დათვალიერებენ.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი „რაბათი“ წელს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით ეწყობა. ფესტივალზე ადგილობრივი და მოწვეული ხალხური ოსტატები და სახელოსნოები რაბათის ქვედა ციხის ტერიტორიაზე თანამედროვე ხალიჩურ ნაწარმს წარმოადგენენ.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები 8 ქვეყნიდან: ესპანეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ყირგიზეთი, თურქეთი. ჩატარდება მატყლის დამუშავების, დართვის და ნართის ღებვის დემონსტრაცია.

ხალიჩების გალერეები მოაწყობენ გამოფენა-გაყიდვას. იმუშავებს 20-მდე პავილიონი, სადაც გამოფენილი იქნება მრავალფეროვანი ხალიჩური ნაწარმი სხვადასხვა ქვეყნიდან.

საინფორმაციო პავილიონში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ხალიჩურ ნაწარმზე, გაესაუბრონ ექსპერტებს, ნახონ დოკუმენტური ფილმები და დაათვალიერონ ლიტერატურა სხვადასხვა ხალიჩურ ნაწარმზე; გადაიღონ ოჯახური პორტრეტები ხალიჩის ფონზე და ა.შ.

ფესტივალის მონაწილე მუზეუმები, სამი დღის განმავლობაში, ყოველ დღე ჩაატარებენ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებისთვის. ფესტივალის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „ხალიჩა, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და მეხსიერება“. კონფერენცია მოიცავს ახალ სამეცნიერო კვლევებს; ხალიჩების და ფარდაგების მწარმოებელი გაერთიანებები ჩაატარებენ პრეზენტაციებს, ბუნებრივი საღებავებით ღებვის ლექცია-დემონსტრაციებს და დისკუსიებს ხალიჩების რეწვის დღევანდელი გამოწვევების შესახებ.

რაბათის ზედა ციხეზე დაგეგმილია გამოფენები სხვადასხვა მუზეუმების კოლექციებიდან.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალში ასევე ჩართულია მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნის პარალელურად, 11 ივნისს, 17:00 საათზე, რაბათში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართება. მონაწილეობენ: ARTE Band (ირანი) და Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი). ამავე კონცერტზე დაუკრავს ჯგუფი „სტუმრები“ (საქართველო). დასწრება უფასოა.

რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი 8 ივნისს გაიხსნა. კონცერტები და ჯემ-სეიშენები თბილისის სხვადასხვა სცენაზე ჩატარდა. ქართველ მუსიკოსებთან ერთად ფესტივალში მონაწილეობდნენ შემსრულებლები აშშ-დან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სომხეთიდან.

რაბათში გამგზავრების და ორივე ფესტივალზე (ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის გახსნა და და Kavkaz Jazz Festival 2016-ის დასკვნითი გალა კონცერტი) დასწრების მსურველებს 11 და 12 ივნისს, უფასოდ მოემსახურება ავტობუსები. ავტობუსები გავავარდების მოედნიდან 08:00 და 10:00 საათზე – 11–ში და 08:00 საათზე, 12–ში.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხალიჩების ფესტივალი გაიმართება
ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
Kavkaz Jazz Festival-ის კონცერტი ახალციხეში[Photo]
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
მზადება ხალიჩების ფესტივალისთვის [Photo]