FM97.5 / LIVE

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.06.2016
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც პროექტის „Check In Georgia -ს ფარგლებში გაიმართა, დღეს, 12 ივნისს, ოფიციალურად დასრულდა.

ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
ფესტივალი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტმა დაასრულა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალისთვის ფლეშმობი მოამზადეს, სამახსოვრო სერთიფიკატები გადასცეს.

ორგანიზატორებმა ადგილობრივი ხელოვანების მიერ შესრულებული სამი საუკეთესო ნამუშევარი შეარჩიეს და სტუდეტების მსგავსადი სერთიფიკატები მათაც მიიღეს. ქალაქის მერიის ინიციატივით კი, ნამუშევრების ავტორებს ფულადი პრიზი გადაეცათ.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს. ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი მოგეწონათ და შეიძლება ტრადიციულიც გახდეს. მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის“,– აღნიშნა ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატომა ირინა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გუშინ, 11 ივნისს, 15:00 საათზე გაიხსნა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „Check In Georgia -ს ფარგლებში გაიმართა.

ფესტივალის ორგანიზატორიები იყვნენ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, თანამონაწილეები: აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი, ა.ა.ი.პ. “ახალციხის ციხე,” საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი; ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი.

გუშინ, 11 ივნისს, 19:00 საათზე, რაბათში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციის „Art Bridge” ორგანიზებით, Kavkaz Jazz Festival 2016 -ის დასკვნითი გალა კონცერტიც გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ARTE Band (ირანი), Miqayel Voskanyan & Friends (სომხეთი) და ჯგუფი „სტუმრები“ (საქართველო).

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხალიჩების ფესტივალი დღეს ოფიციალურად გაიხსნება
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ხალიჩების ფესტივალი და Kavkaz Jazz Festival-ის დასკვნითი კონცერტი
ახალციხეში ხალიჩების ფესტივალი გაიმართება
მზადება ხალიჩების ფესტივალისთვის [Photo]
ახალციხეში ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
Kavkaz Jazz Festival-ის კონცერტი ახალციხეში[Photo]