FM97.5 / LIVE

მის და მისტერ ახალციხე 2016 – კონკურსი მოზარდებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.06.2016
ახალციხეში "მის და მისტერ ახალციხე 2016“–ს აირჩევენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

მის და მისტერ ახალციხე 2016 – კონკურსი მოზარდებისთვის

ახალციხეში "მის და მისტერ ახალციხე 2016“–ს აირჩევენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.
კონკურსი გოგონებისა და ვაჟებისათვის სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება: 4 – დან 10 წლამდე, 10 – დან 14 წლამდე და 14 – დან 18 წლამდე.

პირველი ტური 17 ივნისს, 14:00 საათზე მე–6 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართება.

კონკურსი ინიციატორები ორგანიზაცია „ქართული გვარები“ და სამოდელო სააგენტო "best models"-ი არიან.

,,ეს არის სილამაზის კონკურსი და სილამაზე ყველას თავისებური აქვს. ჩვენ ვეძებთ სახეს, რომ გამოგვადგეს, როგორც პოდიუმზე, ასევე რეკლამისთვის. პირველი ტურის საფასური 20 ლარია, ფინალში გადასვლის შემთხვევაში კი კონკურსანტი 50 ლარს ამატებს“, – განმარტავს კონკურსის ერთ–ერთი ორგანიზატორი, ფოტოგრაფი ნანჩიკო მაისურაძე.

მისივე თქმით, პირველ ტურში მონაწილემ ყოველდღიური ტანისამოსი, ჩაცმის თავისუფალი სტილი უნდა წარმოადგინოს. ფინალურ ტურში კი მას ყოველდღიური, კლასიკური და ეროვნული სამოსის ჩაცმა მოუწევს.

ფინალში გამსვლელებს სამოდელო სააგენტო პირველ ტურზე გამოავლენს.

დასკვნითი ღონისძიება 21 ივნისს გაიმართება, სადაც გამარჯვებულები ექვს მთავარ ნომინაციაში გამოვლინდებიან:
14–18 წელი – მის და მისტერ ახალციხე;
10–14 წელი – პატარა მის და პატარა მისტერ ახალციხე;
4–10 – პრინცესა და პრინცი.

გარდა ამისა, გამარჯვებულები გამოვლინდებიან სხვა დამატებით ნომინაციებშიც. ყველა მათგანს ფასიანი საჩუქრები გადაეცემა.
კონკურსის მთავარი ჟიურის შემადგენლობაში არიან: მის თბილისი –ანი გაბლაია, "best models"-ის დირექტორი კახი ხაბეიშვილი, მისტერ ვალენტინი – ჯაბა ჯანაძე, ფოტოგრაფი ნანჩიკო მაისურაძე და ორგანიზაცია "ქართული გვარების" პრეზიდენტი ინგა სიორიძე.
ორგანიზატორების თქმით, ამ დროისათვის, ახალციხეში უკვე რეგისტრირებულია 16 მოზარდი.

მსურველებს დარეგისტრირება სატელეფონო ზარის საშუალებით შეუძლიათ, ნომრებზე : 593 48 48 31, 579 12 60 72.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მის და მისტერ ახალციხე 2016 – ის კონკურსი ჩაიშალა
სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო
‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ახალციხის მერიამ ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
შრიფტების კონკურსი 'ქართული - ა' იწყება [R]
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
ახალგაზრდა მუსიკოსთა ეროვნული კონკურსი  ბორჯომში