FM97.5 / LIVE

სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.10.2016
2016 წლის 10 ოქტომბერს კონკურსი „მე – ომბუდსმენი“ მეშვიდედ ტარდება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით ხორციელდება.

სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი „მე – ომბუდსმენი 2016“ დაიწყო
კონკურსი „მე – ომბუდსმენი“ 13-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შანსს აძლევს გაეცნონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საფუძვლებს და სახალხო დამცველის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობას.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისგან. პირველი და მეორე ტურები ტარდება ინტერნეტის საშუალებით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდის www.ombudsman.ge ხოლო მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და რეგიონალურ ოფისებში.

პირველი რაუნდის ფარგლებში, 2-2 მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა არა უგვიანეს 2016 წლის 24 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე უნდა უპასუხოს 30 ტესტურ კითხვას; მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს გუნდი, რომელიც მინიმუმ 20 კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.

მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებმა შედარებით რთულ 30 ტესტურ კითხვას 14 ნოემბრამდე უნდა გასცენ პასუხი. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი. ფინალში გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი დასკვნა სამოდელო ამოცანაზე, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს.

მესამე, ფინალური რაუნდი გაიმართება 24 ნოემბერს. ფინალისტები გამოცხადდებიან დათქმულ დროს და ადგილას (ამის შესახებ მოხდება ფინალში მონაწილე გუნდების წინასწარ ინფორმირება).

კონკურსში მონაწილე გუნდებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდი იწყება
ფრენბურთში რეგიონის პირველობა ახალქალაქის და ასპინძის გუნდებმა მოიპოვეს
სახალხო დამცველი საზოგადოებას ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
მის და მისტერ ახალციხე 2016 – კონკურსი მოზარდებისთვის
დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს უყრიან კენჭს
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი იმუშავებს
საქართველოს სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს