FM97.5 / LIVE

მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 06.06.2016
დღეს, 6 ივნისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში, განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს

სკოლამდელი და ზოგადი განათლების საკითხები, ინკლუზიური განათლება ყველასთვის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერა, შრომის ბაზრის ანალიზი, დასაქმების პოლიტიკა, პროფესიული განათლების განვითარება, არაფორმალური განათლება და დიასპორის ინტეგრაცია განათლების საკითხებში, - ეს საკითხები განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გახსნა. ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმების პროცესში დონორთა მხარდაჭერის როლზე ისაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

მინისტრის შეფასებით, დონორებთან კოორდინაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან დონორები, როგორც ფინანსურად, ისე ტექნიკურად - კვალიფიციური მრჩეველებით, სახელმწიფო უწყებებს მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან.

„მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი დასაყრდენია განათლების რეფორმა, მათ შორის პროფესიული განათლების ახალი სისტემა, ინკლუზიური განათლება და ბევრი სხვა მიმართულება, რომელშიც დონორები გვეხმარებიან და რომლებიც განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი გადაწყვეტილებები დავაყრდნოთ მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკას“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების საჭიროებების შესახებ დონორი ქვეყნებისა და ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის თანმიმდევრულად მიწოდების, ასევე, სახელმწიფო უწყებების ინიციატივების რეალიზებისა და საგარეო დახმარების რესურსების მობილიზების ხელშეწყობის მიზნით, თემატური საკოორდინაციო ჯგუფების შეხვედრებს რეგულარულად აწყობს.

საერთაშორისო პარტნიორები მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის საქმიანობას დადებითად აფასებენ.

„ჩვენი პარტნიორებისგან დადებითი შეფასება გვაქვს ასეთი ფორმატის შეხვედრებზე და ვიმედოვნებ, დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ უფრო კონკრეტულად განისაზღვრება, სად არის სახელმწიფოს და ჩვენი დონორი ორგანიზაციების როლი, ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.

შეხვედრები ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დახმარებით, ეკონომიკური ზრდის, ადამიანური კაპიტალის განვითარების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საჯარო სექტორის რეფორმის, სოციალური კეთილდღეობის და ეროვნული რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე, ყოველწლიურად 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა ტარდება.

ადამიანური კაპიტალის განვითარების საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრას გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატერინა დერკორნი, სხვა დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

[sknewsg.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა