FM97.5 / LIVE

დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.08.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის, შვეიცარიის კონფედერაციის თანამშრომლობის ოფისის (SDC), ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID/REAP;USAID/ZRDA), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO), სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდის (IFAD), ჩეხეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ღირებულებათა ჯაჭვის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ძირითადი დონორი ორგანიზაციების და ამ დონორების მიერ დაფინანსებული პარტნიორების საქმიანობის პროგრესით დაინტერესდა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სამუშაო ჯგუფის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო და აღნიშნა, რომ მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით მიღებული შედეგები გაცილებით ეფექტიანია.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა სისტემური, საჭიროებებზე დაფუძნებული იქნება.

დონორთა საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
ბორჯომში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა
კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა [R]
ლევან დავითაშვილი Eurofish-ის დირექტორს, იანა აფანასიევას შეხვდა [R]
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა [R]
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა [R]