FM97.5 / LIVE

პრემიერი სამცხე–ჯავახეთში აგროტურიზმის განვითარებაზე

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.06.2016
დღეს, 6 ივნისს, მთვარობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამცხე–ჯავახეთის ისტორიულ ძეგლებზე ისაუბრა.

პრემიერი სამცხე–ჯავახეთში აგროტურიზმის განვითარებაზე

პრემიერის თქმით, მესხური ტერასების აღდგენის პროცესი საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის კარგი მაგალითია.

"რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა იქ მოსახლე არაერთი ადამიანის თავდადებული პატრიოტიზმი, რომლებიც წლების განმავლობაში ინახავდნენ ამ ჯიშებს. ეს იყო, თუ არ ვცდები, ბატონი ალექსანდრე დევნოსაძე და კიდევ რამდენიმე ასეთი ადამიანი. რა თქმა უნდა, ასევე, აღსანიშნავია ჯიღაურას მეურნეობა, რომელმაც უდიდესი სამუშაო გაწია. 20 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნა დახარჯული ფონდი „ქართუს“ მიერ და ეს მეურნეობა მთლიანად უსასყიდლოდ გადმოეცა სახელმწიფოს. აქ 460-ზე მეტი ქართული ჯიში არის შენახული და ეს ჯიშები უკვე მომავალში იქნება ხელმისაწვდომი ყველა მეურნისთვის, რომელიც მოისურვებს ტრადიციული ავთენტური ქართული ჯიშების განვითარებას”, – განაცხადა გირგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ–მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში აგროტურიზმის განვითარების გზებზეც. მისი თქმით, აღდგება სოფელი ჭაჭკარი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული: "მოგეხსენებათ, ეკონომიკის სამინისტროში გავაკეთეთ ვარძია-ხერთვისის მთლიანი, გენერალური დაგეგმარება იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული ამ ტერიტორიაზე და მომავალი განვითარება მოხდეს კანონზომიერად, რათა არ დაირღვეს კულტურული ლანდშაფტი და შემოინახოს პირვანდელი სახით“.

მისივე განცხადებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვარძიის კომპლექსის 4-წლიანი შენახვა-განვითარების გეგმა, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახორციელებს, ასევე, ფონდ „ქართუსთან“ ერთად.

„ვარძიის კომპლექსის მთლიანად, სამეცნიერო დონეზე, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით შენახვა-განვითარების გეგმის შემუშავება ხდება და ამ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება იმ აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ვარძიის კომპლექსს დაიცავს როგორც ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან, ასევე მისი განვითარების გეგმაზომიერ, დროში გაწერილ გეგმას შეიმუშავებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბორჯომში
ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ