FM97.5 / LIVE

ასპინძაში სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.06.2016
ასპინძაში, სოფელ ჭაჭკარის, როგორც ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას პრემიერ მინსიტრი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ასპინძაში სოფელ ჭაჭკარის რეაბილიტაცია იწყება
დღეს, 4 ივნისს, უძველესი სოფლის, უნიკალური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ჭაჭკარის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

„ჩვენი ვალია, შევინახოთ, მოვუაროთ და მთელს მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი უნიკალური კულტურის შესახებ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ჭაჭკართან დაკავშირებთ ხორციელდება გენერალური დაგეგმარება, ეს კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ტერიტორიის ავთენტურობა და ისტორიული იერსახე: “ეს უნდა შეინახოს მომავალი თაობებისთვის, მსოფლიოსთვის, რომ ქართული ცივილიზაციის განვითარების სხვადასხვა ეტაპის შესახებ, მეტი გახდეს ცნობილი“.

სოფელ ჭაჭკარის რეაბილიზაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, "თი ბი სი ფონდისა" და კავშირი „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.

"ეს იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მაგალითი. ჭაჭკარი იქნება უნიკალური სოფელი, რომელიც აღდგება და მძივივით აიკინძება ვარძიის კომპლექსის გარშემო, როგორც ხიზაბავრას ვენახები, არაერთი ციხესიმაგრე, სარო და ა.შ. თითოეული ეს მძივი იქნება მარგალიტივით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის იმ ძალიან მდიდარ ჯაჭვში, რომელიც გაგვაჩნია ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც უნიკალურ კომპლექსს "დაჰკანკალებენ და ინახავენ" და იმედი გამოთქვა, რომ კომპლექსი რეგიონისთვის არაერთი სიხარულის მომტანი იქნება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ამ ეტაპზე პროექტის მხოლოდ კონცეფციაა მომზადებული: „ ამის შემდეგ დავიწყებთ სამუშაო ჯგუფით პროექტის მომზადებას. ასეთი ჯგუფი სხვადასხვა სამინოსტორს წარმომადგენლებისგან უკვე შექმნილი გვაქვს. ანუ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია კონცეფცია თუ რისი გაკეთება გვინდა. პროექტის ვადებსა და ტექნიკურ დეტალებზე ამის შემდეგ ვისაუბრებთ“.

სოფელი ჭაჭკარი მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და უნიკალური ადგილმდებარეობით, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სიმრავლითა და ისტორიული მნიშვნელობით, რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენს.

გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება - კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, შემორჩენილია ოთხსაუკუნოვანი ვაზიც.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის პარკს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო
პრემიერ მინისტრი დღეს სამცხე–ჯავახეთს ეწვევა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართული ჭიდაობა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
პრემიერი სამცხე–ჯავახეთში აგროტურიზმის განვითარებაზე