FM97.5 / LIVE

საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 06.06.2016
"NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს“ - გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა [R]

24-25 მაისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) გაიმართა. კონფერენციის სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართეს.

„ჩვენ გვწამს, რომ NATO ევროატლანტიკურ სივრცესა და მის გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. ამ თვალსაზრისით, საქართველო ალიანსთან თავისი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნის ერთგულია. ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო მისიებში მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ვსარგებლობთ უსაფრთხოების გარანტიებით, არამედ ვქმნით მათ. ეს შეეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო ვითარებას. ეროვნულ დონეზე, ვაგრძელებთ ამბიციურ რეფორმებს უფრო ძლიერი სახელმწიფოს ასაგებად, რომელსაც ძალუძს გაუმკლავდეს საფრთხეებს,­ რომლებიც ევროპას მის საზღვრებში და საზღვრებს მიღმა ემუქრება. საქართველო, შავი ზღვა და კავკასიის რეგიონი იმ თავსატეხის მნიშვნელოვანი ნაწილებია, რომელსაც NATO აგროვებს. ესაა წერტილი, სადაც აღმოსავლეთი დასავლეთს ხვდება. ესაა ტერიტორია, სადაც ალიანსი და მისი პარტნიორები პასუხისმგებლობას ინაწილებენ. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მომავალ თვეებში ამოქმედდება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ევროატლანტიკური მიზნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით, ჩვენმა სწრაფვამ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა უნდა გააძლიეროს, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, უკანასკნელ წლებში გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დაუპირისპირდეს დეზინფორმაციას და მზარდ საფრთხეებს, რაც შეუძლებელია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის პირველი დღე მთლიანად ნატო-ს თემაზე მსჯელობას დაეთმო. პანელზე საუბარი საქართველოს ნატოში გაწევრების პერსპექტივებს, ვარშავის სამიტის მოლოდინებს და რეგიონში არსებულ გამოწვევებს შეეხო. რეგიონში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება ჯეიმს აპატურაიმ და უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე იმსჯელა. მისი თქმით, ალიანსი წვრთნების ჩატარებითა და ინფორმაციის გაცვლით რეგიონის გაძლიერებას ცდილობს.

„უელსის სამიტის შემდეგ, ნატო უფრო მეტად არის წარმოდგენილი საქართველოში და საქართველო უფრო მეტად არის წარმოდგენილი ნატოში. ჩვენ პირველ რიგში ვახორციელებთ პაკეტით განსაზღვრულ მიმართულებებს. საქართველოში ჩამოვიდა ნატოს მრჩეველთა ჯგუფი, გავხსენით პირველი ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელმაც უკვე ჩაატარა პირველი წვრთნა. ვარშავის სამიტზე საქართველო უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პარტნიორი სახელმწიფო“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ჩვენ გვსურს მეტი საქართველო ნატოში. მის თქმით, „გაერთიანებული ნატო საუკეთესო პასუხი იქნება შეკავების პოლიტიკასა და ყველა არსებულ გამოწვევაზე".

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ჯეიმს აპატურაის შორის ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესი დეტალურად განიხილეს.

განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, დავეხმაროთ რეფორმების განხორციელებისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში“,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიელ, ლიტველ და ესტონელ თავდაცვის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების დროს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მოლოდინები იყო.

ის, რომ ისინი აქ იმყოფებიან, ცალსახა დასტურია საქართველოს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერის, საქართველოს მოთხოვნების, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების მხარდაჭერის. ჩვენ ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ხმით, ოთხივე ერთად, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, ერთი ხმით წარვდგებით ვარშავის სამიტზე, ერთი ტიპის ამოცანა გვექნება, რომ ამ სამიტიდან საქართველო გამოვიდეს კიდევ უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობებით ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისთვის, _ აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობისას ძირითადი აქცენტი ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და უკრაინის კრიზისზე გაკეთდა.

„ჩვენ სურვილი გვაქვს ამ რეგიონში ნატო მეტად იყოს წარმოდგენილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი", - განაცხადა რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტეფან ალექსანდრუ ტინკამ.

საერთაშორისო უსაფრთხოება და არაკონვენციური ომი; გლობალური და ევროპული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევები, არსებული საფრთხეების შეფასება და მათთან გამკლავების ხედვების განხილვა, რუსეთისა და აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეები - ასეთი იყო 25 მაისს ჩDშჩ-ის კონფერენციის მეორე დღის ძირითადი თემები, რომელიც შემაჯამებელი გამოსვლებით ამავე დღეს საზეიმოდ დაიხურა.

კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაჯამეს.
ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. სრულყოფილებამდე დიდი გზაა, თუმცა განვითარების ზოგადი ტენდენცია დადებითად უნდა შეფასდეს, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
'საქართველო ვარშავიდან უფრო ძლიერი უნდა ჩამოვიდეს - გაძლიერებული თავდაცვისუნარიანობით'
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]
საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება