FM97.5 / LIVE

საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 02.03.2016
თინათინ ხიდაშელი: საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად.ასეთი განცხადება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ გაკეთებულა.

საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად

საქართველოს დღეს გაცილებით მეტი ინსტრუმენტი აქვს. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა მაპი ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასეთი განცხადება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ გაკეთებულა. ჩვენი მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არის ის, რომ ვარშავიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემა ინსტრუმენტულ დონეზე გაცილებით უფრო ძლიერი გამოვიდეს, ვიდრე იყო მანამდე. უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა დაცული, ვიდრე მანამდე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა. ამ ურთიერთობის ნათელ მაგალითად მინისტრმა გასული წლის აგვისტოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინაუგურაცია დაასახელა.

თინათინ ხიდაშელი: ნატოში ყველა თანხმდება, რომ მონტენეგროს შემდეგი გაჩერება არის საქართველო.

დღეს ნატოში ყველა თანხმდება, რომ მონტენეგროს შემდეგ ალიანსში წევრობაზე მიწვევა საქართველოს გაეგზავნება - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა ლატვიის თავდაცვის მინისტრის აშკარა მხარდაჭერა და ჯეიმს აპატურაის ბოლო განცხადებებიც გაიხსენა: “დღეს, აბსოლუტურად ყველა შეთანხმებულია ნატოში, რომ მონტენეგროს შემდეგი გაჩერება არის საქართველო, როგორც ეს ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ძალიან მოსწრებულად თქვა. იგივე განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ მინისტერიალის შემდეგ. ჯეიმს აპატურაისაც ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა, სადაც მან თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს გარდაუვალია და ეს, აუცილებლად მოხდება”, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემაზე საუბრისას.

(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ვარშავის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი [R]
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში [R]
საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიმართა [R]
თინათინ ხიდაშელი: 'საქართველოსთვის ნატო არის შესაძლებლობა და არა გამოწვევა'
თინათინ ხიდაშელი: „ვარშავიდან მეტ პოლიტიკურ მხარდაჭერას და თავდაცვისუნარიანობის მეტად გამყარებას ველოდებით“
უფრო ძლიერი და უფრო დაცული საქართველო – ვარშავის სამიტის შედეგებმა მოლოდინები გაამართლა [R]
ჩვენი მიზანი MAP-ი არ არის, ჩვენი მიზანია NATO-ს წევრობა