FM97.5 / LIVE

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

მთავარისიახლე, სამართალი 04.06.2016
რას ასაჩივრებენ მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურების საქმეში გამართლებულები, ან რატომ საუბრობენ დევნაზე მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად ყოფილი ბრალდებულები;

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ
ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი და მასთან ერთად პოლიციის კიდევ ოთხი თანამშრომელი უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ დევნასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე საუბრობს.

ხუთი ყოფილი ბრალდებულიდან – მამუკა ხვედელიანი, ალექსანდრე ბლიაძე, სერგო სამსონიძე, გიორგი ლომიძე, გიორგი ბლიაძე – გარდა ხვედელიანისა, დასაქმება შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა მათგანმა სცადა, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მათ შსს–ში „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულის წევრებს უწოდებენ და ამ მიზეზით ყველა გამოცხადებულ ვაკანსიაზე უარით ისტუმრებენ.

უფრო მეტიც, გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, იმის გამო რომ კანონი შსს–ს ავალდებულებდა პოლიციელები სამსახურებში დაებრუნებინა, ორი მათგანი ალექსანდრე ბლიაძე და სერგო სამსონიძე დააბრუნეს კიდეც, თუმცა მალევე უკან გამოუშვეს.

მხოლოდ ამ ორის დაბრუნების ვალდებულება შსს–ს იმიტომ ჰქონდა, რომ მათი დაკავების დროს ბორჯომის პოლიციის მოქმედი თანამშრომლები მხოლოდ ისინი იყვნენ. 2012 წლის 30 ნოემბერს, ანუ იმ დღეს როცა ხვედელიანი დააკავეს, მას უკვე საზოგადოება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იცნობდა „ნაციონალებიდან“. გიორგი ბლიაძე პოლიციიდან წელიწადნახევრის წასული იყო მონასტერში მორჩილად. გიორგი ლომიძე კი როგორც თავად ამბობს, ხელისუფლებაში ახალმოსულ „ოცნებას“ სამსახურიდან გათავისუფლებული ჰყავდა, მიზეზი კი ის იყო, რომ ლომიძე „ნაციონალების“ დროს პოლიციაში მუშაობდა.

პოლიციაში „დაბრუნებულები“


ალექსანდრე ბლიაძე და სერგო სამსონიძე დაკავებამდე ბორჯომის უბნის ინსპექტორ გამომძიებლები იყვნენ. უზენაესი სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შემდეგ კი ორივე მათგანი, ნაცვლად ბორჯომისა, ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში აღადგინეს. ბლიაძე ვაჩიანის პოლიციის განყოფილებაში უფროს ინსპექტორ გამომძიებლად, სამსონიძე კი ბარალეთში, ასევე, უბნის ინსპექტორ–გამომძიებლად დანიშნეს.

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ შსს–ს მათი დასაქმების ვალდებულება ჰქონდა, ამბობენ, რომ ამაზე დავა გამამართლებელი განაჩენიდან 6 თვე მოუხდათ. დასაქმებიდან 8–9 თვეში კი ისევ გაათავისუფლეს. უფრო სწორად ჯერ კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს, აქ ვადის ამოწურვის შემდეგ კი შსს–ს თანამშრომლებლად აღარ ირიცხებოდნენ.

როგორც ბლიაძე და სამსონიძე აცხადებენ, მათი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, მათი სამოქალაქო დავა იყო. ორივე მათგანი ბორჯომის პოლიციაში იძულებით განაცდურის, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. ახალქალაქის პოლიციიდან კი მას შემდეგ დაითხოვეს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

„ვითომ რეორგანიზაცია მოხდა და იმიტომ გაგვიშვეს, არადა ის პოზიცია რაზეც ვმუშაობდი დღემდეა და სხვა მუშაობს. გათავისუფელბის რეალური მოტივი ჩემი სამოქალაქო სარჩელი იყო, სხვა პრეტენზია ვერ ექნებოდათ. ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი და პირნათლად ვასრულებდი ჩემზე დაკისრებულ მოვალებას“, – ამბობს ალექსანდრე ბლიაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მას ყოფილ თანამშრომლებთან ერთად აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და 8 თვის გლდანის მერვე საპყრობილეში გატარება მოუხდა, მისი ოჯახი სოცილაურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირდა: „ოჯახის ერთადერთი მარჩენლი ვიყავი. შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოში წარმოდგენილი მაქვს“.

არც ბლიაძე და არც სამსონიძე იმ 8–9 თვის განამვლობაში, რაც ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში მუშაობდნენ, რაიმე ზეწოლაზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ არც სამსახურის დატოვებისას უძალადიათ მათზე. უბრალოდ მიანიშნეს, რომ იძულებით განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღაურება არ უნდა მოეთხოვათ.

მათგან განსხვავებით, იმაზე თუ რა ფორმით მოუხდათ პოლიციის დატოვება ბლიაძესა და სამსონიძეს, მამუკა ხვედელიანი საუბრობს: „პირდაპირ დაუდეს ფურცლები და უთხრეს, დაწერეთ, რომ აღარ ითხოვთ განაცდურისა და მორალური ზიანის ანაზღარუებას. მათ თქვეს, რომ ოჯახებს ვალი ჰქონდათ და ეს თანხა სჭირდებოდათ. უარის შემდეგ გააკეთეს რეორგანიზაცია და გამოუშვეს სამსახურებიდან“.

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

რა იყო რეალურად ბლიაძისა და სამსონიძის სამსახურიდან დათხოვის მიზეზი, ან რეორგანიზაციის შემდეგ რა შეიცვალა შსს–ში იმ პოზიციებთან მიმართებაში, რაზეც ისინი მუშაობდენენ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი წერილობით გამოვითხოვეთ.

თუმცა, ვიდრე შსს პასუხს დაგვიბრუნებს, შესაძლოა ბლიაძის სამოქალაქო დავაც დასრულდეს. იგი ახალქალაქის რაიონული სამმართველოდან გათავისუფლებასაც ასაჩივრებს. ბლიაძე მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც ახალქალაქის რაიონული სამმართველოდან გაათავისუფლეს, ასევე, ამავე სარჩელით, ახალქალაქის პოლიციაში იძულებთ განაცდურის დაბრუნებაზეც დაობს.

ანაზღაურებული მორალური ზიანი


ბლიაძისა და სამსონიძისგან განსსხვავებით, იძულებით განაცდური არა, თუმცა მიყენებული მორალური ზიანი მორჩილს, გიორგი ბლიაძეს უკვე აუნაზღაურეს.

„გამამართლებელი განაჩენის შემდეგ მონასტერში მორჩილად აღარ დავბრუნებულვარ. უბრალოდ მივედი და ვისაუბრეთ, რომ მე ჩემი სიმართლე ბოლომდე უნდა დამემტკიცებინა. ადვოკატთან ერთად შევადგინე სარჩელი და მორალური ზიანი მოვითხოვე“, – ამბობს გიორგი ბლიაძე.

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

მისი თქმით, პირველივე ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა: „მაგრამ თუ ვითხოვდით დავუშვათ 100 ლარს 4 ლარი და 40 თეთრი გამოგვიყო. თქვა, რომ სახელმწიფოს უჭირს და ამდენს ვერ დაგიკმაყოფილებთო. უზენაესმაც იგივე თანხა დატოვა. გასული წლის ბოლოს ეს მცირე ოდენობა ჩამერიცხა კიდეც. თუმცა ჩემთვის თანხას დიდი მნიშნველობა არ ჰქონდა, მთავარი ამ სარჩელის დაკმაყოფილება იყო“.

ბლიაძე ამბობს, რომ თანამშრომლების მსგავსად ამის შემდეგ შსს–ში დასაქმება არა ერთხელ სცადა, თუმცა გახმაურებული საქმის გამო ყოველთვის უარი მიიღო: „ახლა რაჭაში ვმუშაობ. სახერხ საამქროში“.

ვინ არ აპირებს ზიანზე დავას


ყოფილი თანამშრომელბისგან განსხვავებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება არ უცდია გიორგი ლომიძეს: „ არ მაინტერესებს. შემეძლო მომეთხოვა, მაგრამ არ მოვინდომე“.

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

ისევე, როგორც სხვა ყოფილი ბრალდებულები, ლომიძეც ამბობს, რომ დისკრიმინირებულია: „მიცდია დასაქმება შსს–ში, მაგრამ მაგალთად ერთხელ გენინსპექციიდან ერთი პირი იჯდა და როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გაიგო, პირდაპირ თქვა, ა შენ ის არ ხარო? და აქ დამთავრდა ყველაფერი“.

მამუკა ხვედელიანის არა პოლიტიკას და საჯარო სამსახურს


ყოფილი კოლეგებისგან განსხვავებით, მათი ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი სხვა მასშტაბებით დავას გეგმავს. იგი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ არა მხოლოდ იგი, არამედ ყველა ადამიანი, ვინც მის სახელსა და გვარს უკავშირდება, დევნას განიცდის.
„ადამიანს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა და ჩემი ოფიცილაური ცოლი არ არის, პირდაპირ უთხრეს ხვედელიანის ცოლი ხარ და ამიტომ უნდა წახვიდეო. ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯერის პოზიციიდან დაითხოვეს“, – ამბობს ხვედელიანი.

რაც შეეხება დასაქმებას, ამბობს, რომ არავის მიანიჭებს იმ ბედნიერებას, საჯარო სამსახურში მუშაობა ითხოვოს: „გამორიცხულია, არავის მივცემ ჩემზე გაცინების საშაულებას. ამჟამად საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრების დახმარებით ვცხოვრობ და გარკვეულ დროს მათთან ერთად ვატარებ კიდეც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თავი უახლოეს მომავალში დასჭირდება ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც ნორმალურად აზროვნებს, ვინც ხვდება რამხელა საქმეს ვეწეოდი ჩემი რეგიონისთვის“.

ყოფილი პოლიციელები შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

მორალურ ზიანზე დავის ვადა, როგროც თავად ამბობს, ზაფხულში ეწურება, მანამდე კი სარჩელს სასამართლოში აუცილებლად შეიტანს: „დავას დევნაზეც ვაპირებ. ციხიდან გამოსვლის მეორე დღესვე დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ თითქოს ვიღაცეებს ვაშინებდი. ეს პოლიტიკური დევნაა“.
შეკითხვაზე, ხომარ უკავშირდება მისი სამომავლო გეგმები „ნაციონალური მოძრაობას“, გვპასუხობს: „პოლიტიკასთან კავშირში არანაირი გეგმა არ მაქვს. ეს ჩემი პირადი გულისტიკივილათაცაა გამოწვეული. მას შემდეგ რაც დამაკავეს, პარტიიდან ერთი სიტყვაც კი არავის უთქვამს, მარტო ვიბრძოლე. ამიტომ ახლა თავს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავიგდებ“.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, მის ყოფილ თანამშრომლებთან ერთად, ბრალდებული იყო მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურების საქმეში. მათ გამართლებას ბორჯომში და ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. მოგვიანებით აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა თბილისის სააპელაციო და ასევე უზენაესმა სასამართლომაც.

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ წავიდა მორჩილად ხვედელიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
ხვედელიანის გათავისუფლებას ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან გააპროტესტებენ
ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
საქართველოს მთავარი პროკურატურა ხვედელიანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მამუკა ხვედელიანის საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული გაამართლეს