FM97.5 / LIVE

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყე იწვის

მთავარისამართალი » შემთხვევა 07.09.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ტყე იწვის. რისგან გაჩნდა ხანძარი და დაახლოებით რა ფართობის ტყე იწვის, ამ ეტაპზე უცნობია.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ტყე იწვის

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ტყეში კვამლი დაახლოებით 14:00 საათისთვის შენიშნეს.

„სოფლიდან 16 კილომეტრის მოშორებით, ნაკრძალის ტერიტორიაზე გაჩნდა ცეცხლი, კვამლის სუნი სოფელშიც იგრძნობა“, – ამბობს წინუბანში მცხოვრები თეა ყულიევა.

ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის პაატა კბილაშვილის ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე გაგზავნილია ახალციხის სახანძრო–სამაშველო სამსახურის ბრიგადები.მისივე ინფორმაციით, ადგილზე გასულები არიან ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომლებიც.

„ველდებით დეტალებს, მეც მივდივარ, გზაში ვარ“, – განაცხადა პაატა კბილაშვილმა.

მისივე თქმით იქ, სადაც ხანძარი გაჩნდა, მიუვალი ადგილია და სავარაუდოდ სახანძრო მანქანებით მისვლას ვერ შეძლებენ.

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ლევან თაბუნიძე ჯერჯერობით დეტალებზე ვერ საუბრობს: „კონკრეტულად რა ფართობზეა არ ვიცით, შესაძლებელია ხანძარი არც არის და ცეცხლი უნთია ვინმეს. კვამლი დაფქისირდა და კვამლის შესაბამისად მოხდა რეაგირება. გაგზავნილი გვყავს თანამშრომლები, პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს ადგილის იდენტიფიცირება“.

სოფელ გურკელში ამბობენ, რომ ხანძრის კერები სოფლიდანაც კარგად ჩანს. ადგილობრივების თქმით, ის ტერიტორია, სადაც ახლა ხანძარია, 2004 წელსაც დაიწვა, მაშინ ხანძრის ჩაქრობა ვერტმფრენების საშუალებით შეძლეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ლოკალიზება უჭირთ
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ბოლომდე ჩაქრობა უჭირთ
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარია
ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ხანძრის ჩაქრობისას დაცვის განყოფილების უფროსი დაიღუპა
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძრის შედეგად არჯულის მთაში 16 მეასედი ტყის მასივი დაიწვა
ახალციხეში ხანძრის შედეგად სტეფანიანების სახლის ნაწილი დაიწვა [Photo]