FM97.5 / LIVE

World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2016
World Vision საქართველოს მიერ ჩტარებული კვლევის მიხედვით, ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომისა და ჩაგვრის მაღალი მაჩვენებელია.

World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია

"საქართველოში ბავშვების 70%–ზე მეტი ძალადობის მსხვერპლია“, – ეს შედეგი World Vision-საქართველოს კვლევამ აჩვენა. იგი ორგანიზაციამ 2015 წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის 3 რეგიონში: სამცხე–ჯავახეთში, კახეთსა და იმერეთში ჩაატარა.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, კვლევა ახალციხის 10 სოფელში ჩატარდა: კლდეში, წნისში, აგარაში, მუსხში, ურაველში, ვალეში, სხვილისში, ზემო სხვილისში, წყრუთსა და წირაში. ადიგენის მუნიციპალიტეტში კი 8 სოფელში: დერცელში, მოხეში, ზარზმაში, ზანავში, გომაროში, ბოლაჯურში, უდესა და არალში.

კვლევის ფარგლებში, ინტერვიუები, სამუშაო შეხვედრები და ფოკუს ჯგუფებთან მუშაობა, გოგონებთან და ვაჟებთან ცალ–ცალკე ჩატარდა. კვლევის ასაკობრივი კატეგორიას 12–დან 17 წლის მოზარდები წარმოადგენდნენ.

როგორც World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის მუშაკი მარიამ ნარიმანაშვილი განმარტავს, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვებს ბევრი პრობლემა აწუხებთ, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება.

მისი თქმით, სოფლებში ბავშვთა შრომის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რის გამოც, მათ განათლების ხელმისაწვდომობის უფლება შეეზღუდათ.

"ხშირად, მე პირადად მიწევს მუშაობა ისეთი ტიპის შემთხვევებზე, როდესაც ბავშვები სეზონურად დადიან ყანებში სამუშოდ. შესაბამისად, ისინი ვერ ესწრებიან გაკვეთილებს. ამით ფაქტობრივად მათ მომავალს დიდი საფრთხე ექმნება“, – ამბობს მარიამი.

World Vision საქართველოს კვლევაში, ბავშვების გარდა ჩართული იყვნენ მშობლების ორი ჯგუფი, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც აქტიურად უწევთ ბავშვებთან მუშაობა. კერძოდ: პოლიცია, სოციალური მომსახურების სააგნეტო და ჯანდაცვის წარმომადგენელი.

რელიგიური როლის წარმოჩენისათვის, კვლვისას გაესაუბრნენ სასულიერო პირებს. მათ შორის: მართლმადიდებელ და კათოლიკე მღვდლებს, სომხური სამოციქულო ეკლესიის მოძღვარსა და მუსლიმ სასულიერო პირს.

მარიამ ნარიმანაშვილი ამბობს, რომ კვლევისას ბავშვები და მშობლები აქცენტს სხვადასხვა საკითებზე ამახვილებდნენ.

"როდესაც ბავშვებს ვეკითხებოდით, რა გაწუხებთ და შემდეგ იმავე კითხვას ვუსვამდით მშობლებს, მათ სრულიად სხვადასხვა პასუხები ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ბულინგი, რომელიც არის ბავშვთა შორის ჩაგვრა, ბავშვებში ძალიან აქტუალური იყო, თუმცა მშობლები ამას პრობლემად ვერ აღიქვამდნენ“, – იხსენებს ბავშვთა დაცვის მუშაკი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის მაჩვენებელიც სამცხე–ჯავახეთში გაცილებით მაღალია, ვიდრე კვლევის სხვა რეგიონებში, ნაადრევი ქორწინებაა. თუმცა რეგიონში არ გამოკვეთილა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა, რომელიც ხშირია იმერეთში.

კვლევის მიხევით, სამივე რეგიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას მაღალი მაჩვენებელი აქვს. იკვეთება, როგორც ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე ბულინგის შემთხვევები, რაც ქვეყნის მასშტაბით 80%–ს აღწევს.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კვლევის მიხედვით ქალზე ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და სამცხე–ჯავახეთშია
დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
რა ფორმით ერთვებიან თვითმმართველობები ბავშვების უფლებების დაცვაში
ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
ბავშვთა უფლებების დარღვევის ტენდენციები რეგიონში
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა