FM97.5 / LIVE

რა ფორმით ერთვებიან თვითმმართველობები ბავშვების უფლებების დაცვაში

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.11.2016
ადიგენისა და ახალციხის სოფლებში ბავშვების პრობლემების იდენტიფიცირება გამგებლის წარმომადგენლებს დაევალათ; თვითმმართველობების როლი ბავშვთა უფლებების დაცვაში;

რა ფორმით ერთვებიან თვითმმართველობები ბავშვების უფლებების დაცვაში
სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მთავრობის წარმომადგენლებთან

ახალციხისა და ადიგენის სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების უფლება–მოვალეობებს ერთი პუნქტი დაემატა. მათ სოფლებში ბავშვების პრობლემების პირველადი იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ და არსებული შემთხვევების შესახებ ინფორმაცია გამგეობებს, უფრო ზუსტად კი გამგეობებში სოციალურ სამსახურებს მიაწოდონ.

აღნიშნული ცვლილება გამგებლის წარმომადგენლების უფლება–მოვალეობებში არასამთავრობო ორგანიზაცია „world vision- საქართველოს“ ინიციატივით შევიდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვთა კეთილდღობის გაუმჯობესებაა, მაგრამ რამდენიმე წელში „ვორლდ ვიჟენი“ გავა რეგიონიდან და გვინდა არსებობდნენ შესაბამისი პირები, რომლებიც ბავშვთა უფლებების დარღვევის შესახებ ამბავს მიიტანენ ამა თუ იმ უწყებამდე“, – ამბობს „world vision- საქართველოს“ – სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერი ნინო ლომიძე.

მისი თქმით, ბავშვთა პრობლემები სოფლებში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება: „არიან სოციალური მუშაკები, მაგრამ ათობით სოფელს მხოლოდ ერთი მათგანი ემსახურება და შეუძლებელია ყველაფრის შესახებ საქმის კურსში იყოს. გარდა ამისა, ჩვენც გვყავს ჩვენი წარმომადგენლები სოფლებში ამჟამად, ვინც ბავშვების პრობლემების შესახებ საქმის კურსში გვაყენებენ, მაგრამ როცა ჩვენ აღარ ვიქნებით, ეს საკითხები ყურადღების მიღმა დარჩება“.

ამიტომ ორგანიზაციამ ამ მიმართულებით სოფლებში გამგებლების წარმომადგენლების ჩართვა გადაწყვიტა და თვითმმართველობებთან ამ მიზნით მუშაობა დაიწყო. world vision მხოლოდ ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, უფრო ზუსტად ამ ორი მუნიციპალიტეტის 18 სოფელში მუშაობს. თუმცა, რწმუნებულებს ბავშვთა პრობლემების პირველადი იდენტიფიცირება ყველა სოფელში დაევალათ.

ნინო ლომიძის თქმით, ასე ერთგვარი ჯაჭვი შეიკვრება. პირველ რიგში რწმუნებული ინფორმაციას გამგეობის სოციალურ სამსახურს მიაწვდის: „აღნიშნულ სამსახურში მუშაობს პროგრამები, რომელბიც ბავშვების საჭიროებებს პასუხობენ. თუ რომელიმე მათგანით აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებენ, რეაგირებას მაშინვე მოახდენენ, თუ არა იმ უწყებაში გაგზავნიან შეტყობინებას, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს. ძალადობის შემთხვევაში შესაძლოა ეს შსს იყოს“.

ბავშვთა პრობლემები ქალაქთან შედარებით სოფლებში რომ უფრო ხშირ შემთხვევებში ყურადღების მიღმა რჩება, ამაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაშიც საუბრობენ. ამიტომ გამგებლის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე ფიქრობს, რომ ამ თვალსაზრისით რწმუნებულების გააქტიურება მნიშვნელოვანია: „რწმუნებულები ყველა ოჯახს იცნობენ, ყველას სახლის კარი შეღებული აქვთ, ამიტომ ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობენ. დამატებითი რესურსის გამოყენება არ გვიხდება“.

მას ეთანხმება ვალეში გამგებლის წარმომადგენელი ელიოზ ბარბლიშვილი: „რაც მეტი ადამიანის თვალი დაინახავს პრობლემას, მით უკეთესი იქნება. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანდ გააუმჯობესებს ბავშვების უფლებების დაცვის თვალსაზრისით ჩვენს მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას“.

მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მისაღებია, გამგეობებში აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებს ამ მიმართულებით შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. ამიტომ world vision– ი გამგებლის წარმომადგენლებისა და მათი თანაშემწეების გადამზადებას დაიწყებს.
„ტრენინგებს გაივლიან გამგეობებში სოციალური სამსახურების წარმომადგენლები. ასევე პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც არასრულწლოვნების საკითხებზე მუშაობენ“, – ამბობს ლომიძე.

ორგანიზაციას ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით რეგიონული ჯგუფიც აქვს შექმნილი, რომელშიც აღნიშნული მიმართულებით ბავშვებთან შემხებლობაში არსებული ყველა უწყებისა და სამსახურის წარმომადგენელი ჰყავს ჩართული.

„ახალს არაფერს არ ვქმნით. არსებულ სისტემას ვერგებით და მის გაუმჯობესებას ვცდილობთ. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ კანონსაც გავუსწარით, რადგან მას შემდეგ რაც რწმუნებულებს ეს დაევალათ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ ბრძანებაც იქნა მიღებული“, – ამბობს ნინო ლომიძე

რწმუნებულები ახალციხის მუნიციპალიტეტში ბავშვთა პრობლემების იდენტიფიცირებას 45 სოფელსა და ერთ ქალაქში, ადიგენში კი 55 სოფელსა და 2 დაბაში მოახდენენ. ახალციხეში ამისთვის გამგებლის 15 წარმომადგენელი, ადიგენში კი 21 იმუშავებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დასრულდა ტრენინგები გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბავშვთა დაცვის თემაზე
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ადიგენში
World Vision: ახალციხისა და ადიგენის სოფლებში ბავშვთა შრომის მაჩვენებელი მაღალია
ახალციხეში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება
ბავშვთა უფლებების დარღვევის ტენდენციები რეგიონში
ადიგენში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს ®
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა