FM97.5 / LIVE

unicef: ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 01.06.2016
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ჯანმრთელ, განათლებულ და სოციალურად დაცულ ბავშვებზე, ამბობს იუნისეფი და მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხები ჩართონ.

unicef: ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა

“მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დონე, ყოველი მეოთხე ბავშვი ჯერ კიდევ ცხოვრობს ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ თანხაზე, ე.ი. დღეში მოიხმარს ხუთ ლარზე ნაკლებს. საქართველოში კვლავ არ არის ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ოჯახებს დაეხმარება გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს და სათანადოდ იზრუნონ თავიანთ შვილებზე“, – აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში.

„ბავშვების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს და გვჯერა, რომ მთავრობა მალე შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და რატიფიცირებას გაუკეთებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატურ ოქმს შეტყობინების პროცედურის შესახებ“

ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა. ამდენად, ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა და საარჩევნო კამპანია იქნება არასრულყოფილი, თუ ის არ მოიცავს ბავშვებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

1. როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოციალური დაცვის სისტემა, რომ საქართველოში შემცირდეს ბავშვთა სიღარიბე და გაძლიერდნენ ოჯახები?
2. როგორ გეგმავთ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას?
3. როგორ გეგმავთ კვების დეფიციტის (ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის) აღმოფხვრას, რაც საქართველოში ნახევარ მილიონ ქალსა და ბავშვს აღენიშნება?
4. როგორ უზრუნველყოფთ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას?
5. როგორ დაგეგმავთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმას ისე, რომ საქართველოს მიღწევები განათლების სფეროში არ ჩამორჩებოდეს ევროპის სხვა ქვეყნების შედეგებს?
6. როგორ უზრუნველყოფთ ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და დიდი ზომის ბავშვთა სახლებსა და არარეგულირებულ ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების, უფლებას იზრდებოდნენ ოჯახში?
7. როგორ გეგმავთ საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების, რეფორმას ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით?
8. როგორ უზრუნველყოფთ ყველაზე დაუცველი ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, დაცვას დისკრიმინაციისა და სტიგმისგან?

“იმედი გვაქვს, დებატები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ხელს შეუწყობს დიალოგს და კონკრეტულ ქმედებებს ბავშვთა კეთილდღეობისათვის საქართველოში,” - ამბობს საშა გრაუმანი.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს
საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები - UNICEF
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე

როგორ აღნიშნეს ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ასპინძაში
ახალციხელები ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ [Video]