FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.06.2016
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება არაერთი საკითხი, რომელიც ბავშვთა უფლებებს უკავშირდება, მათ შორის: ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვთა სიღარიბე, განათლების უფლება და ა.შ.

ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა

დღეს, 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებათა თავის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და ბავშვის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე საქართველოში, მიმოიხილეს 2015 წელს ბავშვთა ინსტიტუციებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები და ბავშვის უფლებათა დარღვევების ცალკეული შემთხვევების სტატისტიკა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მიმართა. ისაუბრეს ბავშვის მიმართ ძალადობის, ბავშვთა სიღარიბის, სოციალური სამსახურის, ბავშვზე სახელმწიფო ზრუნვის, ბავშვის განათლების უფლებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კვლავ დღის წესრიგშია გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხი; კანონმდებლობაში არ ასახულა ცვლილებები, ბავშვის ყველა სახის ძალადობისგან დაცვის მიზნით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაზრდასთან დაკავშირებით; სუსტია კოორდინაცია ბავშვთა ძალადობისგან დაცვის რეფერირების პროცედურების შესახებ ბრძანების განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის; გადაუჭრელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვის საკითხი.

სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან ერთად, მონიტორინგი განხორციელა აღმოსავლეთ საქართველოში არსებულ 10 მცირე საოჯახო ტიპის სახლში: "სადაც კვლავ პრობლემად რჩება აღმზრდელების სისტემური გადამზადების, ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ბავშვის მიმართ ძალადობისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის საკითხები, ასევე, მათი ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული მომსახურება".

"მშობლების განქორწინების შემთხვევაში, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას არ ხდება ბავშვის აზრის გათვალისწინება; დასახვეწია არასრულწლოვანთა საზღვარზე გადაყვანის შესახებ არსებული კანონმდებლობა; ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებადი დამხმარე ქვეპროგრამების ნაწილი სრულფასოვნად ვერ ფარავს არასრულწლოვნების საჭიროებებს; სოციალური სამსახური დღემდე არ არის აღჭურვილი საკმარისი ადამიანური და ტექნიკური რესურსით, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებით; მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა", – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ომბუდსმენის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობასა და ამ მხრივ არსებულ მძიმე ვითარებაზე. საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას, სადაც ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით, სპეციალური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებდა.

ანგარიშში განხილულია მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლების წინაშე არსებული გამოწვევები; ინკლუზიური განათლების პროგრამის სრულფასოვანი დანერგვის, პენიტენციურ დაწესებულებებში არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და საქართველოში მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონების მონიტორინგის შედეგები.

ომბუდსმენი ამბობს, რომ სავალალოა მედია საშუალებებში არასრულწლოვანთა თემების გაშუქების ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტები.

"სახალხო დამცველის ვიზიტები რეგიონებში გვიჩვენებს, რომ ბავშვთა მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს ზრუნვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. საყურადღებოა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული ხარვეზები; ბავშვის სკოლამდელი განათლების უფლების დარღვევის არაერთი შემთხვევა, ასევე, „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამაში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები", – ვკითხულობთ ანგარიშში.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს
ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
სახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს ბავშვთა დაწესებულებებში წყლის მარეგულირებელი ორგანო შექმნას
სახალხო დამცველი ბორჯომში მეთორმეტე კლასელის  თვითმკვლელობას ეხმაურება
ჯანდაცვის კომიტეტმა 'პრინციპების დონეზე' ბავშვის უფლებათა კოდექსი მიიღო
ომბუდსმენმა განათლების სამინისტოს რეკომენდაციით მიმართა
unicef: ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა