FM97.5 / LIVE

სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს

მთავარისაზოგადოება 01.06.2015
დღეს, 1ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სახალხო დამცველი ულოცავს ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ ყველა არასრულწლოვანს და უსურვებს მათ ღირსეულ, მათი განვითარებისთვის ადექვატურ, ძალადობის, სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებას.

სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავსბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1925 წელს, „ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ“ ჟენევის მსოფლიო კონფერენციაზე ჩაეყარა, ხოლო 1950 წლიდან ეს დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციითა და გაეროს წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად, ბავშვთა ღირსების, მათი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება და დაცვა ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფუძველია.

სახალხო დამცველისა და მისი აპარატის მიერ განხორციელებულმა საქმიანობამ გვიჩვენა, რომ ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ არასათანადოდ ხორციელდება.

ჩვენს ქვეყანაში კვლავ პრობლემას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მატება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა და არასრულწლოვანთა თვითმკვლელობების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების დაცვა, რეგიონებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობა, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ ბავშვთა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანთა საჭიროებების უზრუნველყოფა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფო სერვისების სისტემური და მასშტაბური განხორციელება.

სახალხო დამცველის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე დამატებითი ოქმის „კომუნიკაციის პროცედურების შესახებ“ ხელმოწერისა და რატიფიკაციის პროცესი დღემდე არ დასრულებულა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოქმი საერთაშორისო სამართლებრივი გზით არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ეფექტიან საპროცესო მექანიზმს წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ბავშვის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, განუხრელად შეასრულონ საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები და თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უპირატესი ყურადღება მიმართონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფისკენ.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელები ბავშვთა უფლებებზე საუბრობენ [Video]

ომბუცმენის განცხადება ბავშვთა უფლებებზე
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ბავშვთა უფლებების დაცვის დღე ადიგენში
ადიგენში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღნიშნეს ®
სახალხო დამცველი ბორჯომში მეთორმეტე კლასელის  თვითმკვლელობას ეხმაურება