FM97.5 / LIVE

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ოჯახებში აღიზრდებიან

მთავარისაზოგადოება 06.03.2013
საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ოჯახებში განაწილდება. გამოთქვეს თუ არა ახალციხეში ბავშვების აყვანის სურვილი და ვინ კურირებს ამ საკითხს ახალციხეში; რა ანაზღაურება ექნება აღმზრდელის ოჯახს და ვინ შეიძლება გახდეს მიმღები მშობელი;

პროექტი - “ბავშვზე ზრუნვის მომსახურებისა და სისტემების გაძლიერება”, ბრიტანულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ‘ევრიჩაილდმა’(EveryChild) შეიმუშავა. პროექტს ‘შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო’ და საპატრიარქო უჭერს მხარს.

პროექტში საპატრიარქო თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. რამდენიმე დღის წინ ‘ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის’ ეპარქიას ‘ევრიჩაილდისა’ და საპატრიარქოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ისინი ეპარქიას აღნიშნული პროექტის შესახებ ესაუბრნენ.
- ‘წარმომადგენლები საქართველოს ყველა ეპარქიას ესტუმრნენ. მათ გვთხოვეს, რომ მღვდლებმა მრევლში გაავრცელონ ეს ინფორმაცია. ჩვენ ბუკლეტები დავურიგეთ მრევლს ორი დღის წინ. მსურველები ჯერ არ გამოჩენილან. მსურველებს შეუძლიათ ტაძრში მოგვმართონ მამაოებს. დავეხმარებით და დავაკვალიანებთ’, - გვითხრა მამა ანდრიამ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვები ამჟამად სხვადასხვა რეგიონის ბავშვთა სახლებში იმყოფებიან. ბავშვი სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში თავსდება, თუ ის 0–18 წლამდე ასაკისაა, აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონეს სტატუსი, საჭიროებს გადაუდებელ თავშესაფარს და აქვს მინდობით აღზრდაში განთავსების რეკომენდაცია სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე.

შშმ ბავშვის მშობელი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც გამოთქვამს ბიოლოგიურ ოჯახთან თანამშრომლობის მზაობას, აქვს დრო, ენერგია და სურვილი აღზარდოს ბავშვი. ასევე ის არ უნდა იყოს ნასამართლევი მძიმე დანაშაულისთვის. უნდა იყოს დაქორწინებული, განქორწინებული, მარტოხელა ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი.

მიმღებ მშობელსა და სახელმწიფოს შორის ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მშობელს აღზრდის პროცესი სამუშაო სტაჟში ეთვლება, ასევე მშობელი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან. გრძელვადიანი მინდობითი აღზრდის შემთხვევაში (ბავშვის განთავსება 18 წლის შესრულებამდე) აღმზრდელი იღებს ყოველთვიურად 600 ლარს, ხოლო გადაუდებელი მინდობითი აღზრდის შემთხვევაში (ბავშვის განთავსება 1 დღიდან 3 თვემდე) ყოველდღიურად 20 ლარს. ამ ტიპის აღსაზრდელი ჯანმრთელი ბავშვიც შეიძლება გახდეს.

‘EveryChild’ ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციაა. ორგანიზაცია ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოში 1998 წლიდან მუშაობს. ’ევრიჩაილდი’ პროგრამებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში ახორციელებს. პროექტი ’ბავშვზე ზრუნვის მომსახურებისა და სისტემების გაძლიერების’ ძირითადი მიზანი მინდობითი აღზრდის სისტემის განვითარება და ბავშვთა სახლების შემცირებაა.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

unicef: ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა
პარლამენტი “ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვას იწყებს
'როცა ბავშვი სახლშია' - ქართული ეკლესია და ევროკავშირი ეხმარება ბავშვებს მზრუნველი ოჯახების პოვნაში ®
მიმღები მშობელი სოციალურ მუშაკს უპირისპირდება
ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებმა ადიგენში კონცერტი გამართეს
სახალხო დამცველი არასრულწლოვნებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს
დღეს შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა