FM97.5 / LIVE

სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.05.2016
ახალციხეს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ესტუმრა. მან „ახალციხის ციხე“ და სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა ახალციხეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად ეწვია. სტუმრებს ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ უმასპინძლა.

„მნიშვნელოვანია შუა ევროპის პრეზიდენტის ვიზიტი ახალციხეში. გვიხარია, რომ ჩვენ ქალაქს ესტუმრა და დრო გამონახა“,– ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

სპეციალურად სლოვაკეთის პრეზიდენტისთვის ახალციხის ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ სიმღერა მრავალჟამიერი შეასრულა. ასევე, სტუმრებისთვის ციხის ტერიტორიაზე ნახატებისა და ხელნაკეთი ნიმუშების გამოფენა გაიმართა. ისტორიული კომპლექსის დათვალიერების შემდეგ პრეზიდენტმა მესხური ღვინო, პური და ყველი დააგემოვნა. ანდრეი კისკამ ჩურჩხელებიც ამოავლო.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, გიორგი აბაშიშვილის თქმით კი, სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება: „დღეს სამცხე–ჯავახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა, ხვალ კი ვიზიტი აჭარაში გაგრძელდება“.

დღეს, 31 მაისს, დილიდან ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ახალციხეს საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრებოდა. ქვეყნის პრეზიდენტს ედლოდნენ "ახალციხის ციხეზეც", თუმცა მარგველაშვილის ვიზიტს საჯარო უწყებებსა და პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში არ ადასტურებდნენ.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]

სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]

სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]

სლოვაკეთის პრეზიდენტმა „ახალციხის ციხე“ დაათვალიერა [Photo]

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით  აშშ-ში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს სტუმრობს
საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა
ვანო მერაბიშვილის მშობლებს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობს