FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 12.03.2018
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით  აშშ-ში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.

უწყების ცნობით, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში "აშშ-საქართველოს პარტნიორობა", რომელიც ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერით იმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე, ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage.

ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრეზიდენტი კიევშია
გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში  იმყოფება
საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე
პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
უშიშროების საბჭოს მდივნად ირინე იმერლიშვილი დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად ეკა მიშველაძე დაინიშნა