FM97.5 / LIVE

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.04.2017
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხანძრის შედეგად დაზიანებული ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი დაათვალიერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]
პრეზიდენტი ვარძიაში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია


პრეზიდენტი ვარძიას 27 აპრილს სტუმრობდა. საქართველოს პრეზიდენტს ვარძიაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ უმასპინძლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოხდა კედლის ფრესკების გაწმენდა ჭვარტლისაგან, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]
პრეზიდენტი ვარძიაში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია


საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]
პრეზიდენტი ვარძიაში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია


საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]
პრეზიდენტი ვარძიაში. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია




საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo]


საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის 1–ელ ნოემბერს, ღამით გაჩნდა; მწუხრის ლოცვის შემდეგ, გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ;

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] ბერების ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, ცეცხლი ჯერ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. ეკლესიის კედლის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა;

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] იმავე დღიდან ვარძიის ტაძარი ტურისტებისა და მლოცველებისთვის დაიკეტა და პირველადი სამუშაოები დაიწყო – სპეციალისტებმა მხატვრობის მშრალი მეთოდით გაწმენდვა დაიწყეს;

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] პირველადი სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა;

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] ნახანძრალ ტაძარში სამუშაოები 2017 წლის პირველი მარტიდან განაახლეს;

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] დაუბრუნდება თუ არა მხატვრობა პირვანდელ სახეს, რესტავრატორებს გადაჭრით თქმა უჭირთ, ვინაიდან სანთლები პარაფინის შემცველობის იყო;

საქართველოს პრეზიდენტმა ნახანძრალი ვარძია დაათვალიერა [Photo] ვარძიაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მე–12 საუკუნეში, თამარ მეფის ბრძანებით აშენდა. ხანძრის დროს ჭვარტლმა, ტაძრის მთელი მოხატულობა დაფარა. მათ შორის, თამარისა და გიორგი მესამის უნიკალური ფრესკა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი [Photo]
კულტურის სამინისტრო: ვარძიაში გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების II ეტაპი დასრულდა
ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები განახლდა
ვარძიაში  სარესტავრაციო სამუშოები იანვრიდან განახლდება
ორდღიანი ვიზიტით სამცხე-ჯავახეთს საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა
ნიკოლოზ ანთიძე: 'ვარძიაში სარესტავრაციო სამუშაოები მარტიდან განახლდება'
ეპარქია: მოქმედ ტაძარში 40 დღის გასვლის შემდეგ, აუცილებელია შესრულდეს ღვთისმსახურება