FM97.5 / LIVE

სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია შპს „სესიაშვილს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]

მთავარისიახლე 31.05.2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია „სესიაშვილს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სოლიდარობის ფონდსა და ღვინის კომპანია შპს „სესიაშვილს“  შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის - „სიკეთე“ გაყიდული ყოველი ბოთლიდან 50 თეთრი საქართველოს სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება სიმსივნით დაავადებული 22 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად.

"პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სოლიდარობის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქველმოქმედო ფონდია და მისი დაარსებიდან დღემდე დახმარება 264 ბავშვსა და ახალგაზრდას გაეწია. მივესალმებით ღვინის კომპანიის ამ ინიციატივას და მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც გაეთიანდნენ ამ ძალიან კარგი იდეის ირგვლივ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება თითოეული ასეთი საქველმოქმედო ღონისძიების ლობისტი“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, კომპანია „სესიაშვილის“ დამფუძნებელი როსტომ სესიაშვილი, კომპანიის თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. დღევანდელი მონაცემებით სამინისტროს და სტრუქტურების 1280 თანამშრომელი უკვე ჩართულია სოლიდარობის ფონდში ყოველთვიური დონაციით, რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა. დღეს გაფორმდა მემორანდუმი, რაც ნამდვილად არაჩვეულებრივი პრეცედენტია კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის. რაც შეეხება საქართველოს სოლიდარობის ფონდს, შექმნიდან დღემდე ჩვენი მიღწევა არის ის, რომ არცერთი ბავშვი და 22 წლამდე ახალგაზრდა, რომელსაც შეეხო სიმსივნე არ დაღუპულა უსახსრობის გამო. დღეის მონაცემებით, სოლიდარობის ფონდმა 7 მილიონ ლარამდე რესურსების მობილიზება შეძლო საჯარო სამსახურებში დასაქმებული 55 000 თანამშრომლისა და 27 კერძო კომპანიის დახმარებით. უკვე მობილიზებული და პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით, სოლიდარობის ფონდმა სულ 22 წლამდე ასაკის 264 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა 9.2 მილიონი ლარის მოცულობით, მათ შორის 135 შემთხვევაში საზღვარგარეთ - გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. ეს, გადაჭარბების გარეშე არის ისტორიული შედეგი, რომელიც არის შესანარჩუნებელი და ამისთვის საზოგადოების, საჯარო და კერძო სექრტორის გააქტიურება უმნიშვნელოვანესია“, -აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

"დღეს გაფორმებული მემორანდუმი საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის, უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის ნათელი მაგალითია. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია სოლიდარობის ფონდში ინოვაციური დაფინანსების მობილიზება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად. ვფიქრობთ, ყველა ადამიანში არის სიკეთის კეთების განცდა. ჩვენც გვქონდა სურვილი, გვეკეთებინა სიკეთე, თუმცა შესაფერისი სფერო და გზა უნდა შეგვერჩია. ამ საქმისთვის ძალიან კარგი აღმოჩნდა მევენახეობა და ღვინის წარმოება, ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობა ისედაც ემსახურება სიკეთეს, ქვეყნის გადარჩენას. ამან განაპირობა ჩვენი წარმოებული ღვინის სახელიც -"სიკეთე“. ღვინის სახელი მომხმარებელს მიანიშნებს, თუ რას გააკეთებს როცა შეიძენს და მოიხმარს აღნიშნულ ღვინოს. ჩვენ კომპანიას აქვს სურვილი, ეს ინიციატივა სხვა კომპანიებს გადავდოთ და ვითანამშრომლოთ მსხვილ თუ მცირე კომპანიებთან. მინდა მადლობა გადავიუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს, ოთარ დანელიას იმისთვის, რომ მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს განვითარებითვის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოლიდარობის ფონდს, რომელიც უმნიშვნელოვანეს და კეთილშობილურ საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საქართველოს რკინიგზასა' და 'სოლიდარობის ფონდს' შორის მემორანდუმი გაფორმდა [R]
სამცხე–ჯავახეთის გუბერნიასა და გამგეობებს სოლიდარობის ფონდმა მადლობის სერტიფიკატი გადასცა
ფინკა ბანკმა 'სოლიდარობის ფონდში' 5000 ლარი გადარიცხა ®

ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა
სოლიდარობის ფონდს სამცხე–ჯავახეთში 454 საჯარო მოხელე შეუერთდა
ოთარ დანელიამ „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა [R]
მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა