FM97.5 / LIVE

ოთარ დანელიამ „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა [R]

მთავარიეკონომიკა, რეკლამა 15.05.2016
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, მთაწმინდის პარკში, „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა.

ოთარ დანელიამ „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა [R]

ოთარ დანელიას განცხადებით, ასეთი ტიპის ღონისძიებები სტიმულია ოჯახური მარნების განვითარებისა და ზოგადად, მეღვინეობის დარგის წახალისების მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობა შთამბეჭდავად არის გაზრდილი, რაც დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მინისტრმა გამოთქვა სურვილი, რომ დღესასწაულებზე და წვეულებებზე ტრადიციად ვაქციოთ ერთმანეთისთვის ერთ ბოთლი ღვინის ჩუქება და ამით თითოეულმა ჩვენგანმა წვლილი შევიტანოთ მეღვინეობის დარგის განვითარებაში.

ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც 80-მდე ღვინის კომპანია, ასევე მცირე ოჯახური და საშუალო მარნები, ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები - პროფესიონალი ენოლოგები, სომელიეები, ღვინის ჟურნალისტები, ვაინბლოგერები და მწერლები ესწრებოდნენ, ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალზე სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ღვინის დაყენების სხვადასხვა ტექნოლოგიებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან. დეგუსტაციის მონაწილეებმა დააგემოვნეს ტიერი პუზელას (Thierry Puzelat), ლორენ ბანვართის (Laurent Bannwarth), პაოლო ვიდოპივეცის (Paolo Vidopivec), Vino di Ana–სა და ტომოფუმი ფუჯიმაროს (Tomofumi Fujimaru) ქვევრის ღვინოები.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნირო-კვლევითი ცენტრი, რომელმაც სტუმრებს ჯიღაურას ექსპერიმენტალურ ბაზაზე ვაზის იშვიათი ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები წარუდგინა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ჯიშებმა: “სირგულა”, „კახური მცვივანი“, „მესხური მწვანე“, „თეთრი კაპისტონი“, „ღრუბელა“, „სიმონასეული“ „შავი ჩინური“, „კურძა“ და „ჩექობალი“.

ფესტივალი „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.

ფესტივალი ემსახურება ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შიდა და საერთაშორისო ბაზარზე, ასევე ღვინის ტურიზმის განვითარებას საქართველოში. „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია.

ოთარ დანელიამ „ახალი ღვინის ფესტივალი“ გახსნა [R]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში  [R]
„ივნისი - ქართული ღვინის თვე“ აშშ-ში [R]
ღვინის ფესტივალი ახალციხეში
ქართული ღვინის კულტურის პრეზენტაცია ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციაში [R]
ქართული ღვინის ფესტივალი ჰონგ-კონგსა და შანხაიში [R]
22 სექტემბერს "ქართული ღვინის კვირეული“ იწყება [R]
მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე „ქართული ღვინის ორდენით“ დაჯილდოვდა