FM97.5 / LIVE

პროკურატურის დღე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში

მთავარისიახლე, სამართალი 30.05.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლეს;

პროკურატურის დღე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში

უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ კოლეგებთან ერთად უმასპინძლა. რეგიონის პირველმა პროკურორმა ახალგაზრდებს უწყების სამუშაო გარემო გააცნო.

„ალბათ ხედავთ, რომ სამუშაო მაგიდებთან სკამების ნაწილი ცარიელია, მათი დაკავება თქვენ შეგიძლიათ“, – უთხრა მალხაზ კაპანაძემ სტუდენტებს და მოუწოდა, რომ სისხლის სამართლის სპეციალიზაციით წავიდნენ, გაიარონ სტაჟირება და პროკურატურაში დასაქმდნენ, – „ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი კადრი დასაქმდეს რეგიონულ პროკურატურაში“.

პროკურატურის დღის ამ ფორმით აღნიშვნა მისი ინიციატივა იყო: „დღევანდელი დღის ფარგლებში გვინდოდა, რომ მომხდარიყო ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალეობა – გასაჯაროვება. ამ მიზნით მოვიწვიეთ სტუდენტები და გვინდა, რომ თავიანთი პროფესიული საქმიანობა პროკურატურას დაუკავშირონ“.

პროკურატურით დღევანდელი დღის შემდეგ უფრო მეტად რომ დაინტერესდება, ამის შესახებ სტუდენტმა ლევან აფციაურმა შეხვედრის დასრულებამდე განაცხადა: „აქამდეც მიფიქრია, მაგრამ ახლა მეტად დავფიქრდები პრკურატურაში სტაჟირებაზე. ძალიან საინტერესო იყო პროკურორებთან ასე უშუალო გარემოში შეხვედრა“.

სისხლის სამართლის მიმართულება ისევე როგორც ლევანს, უკვე არჩეული აქვს თამუნა მურჯიკნელსაც: „ვულოცავ ყველა პროკურორს დღვანდელ დღეს. სტუდენტებისთვის დიდი პატივია , რომ დღეს ჩვენ აქ ვართ“.

სტუდენტები ძალოვან უწყებას იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან მალხაზ ლომსაძესთან ერთად ეწვივნენ. პროფესორმა აქცენტი უნივერსიტეტში მათ ფაკულტეტზე კადრების სიმცირეზე გაამახვილა: „პრაქტიკული უნარჩვევების შესწავლის მიზნით მიწვეული გვყავს გიორგი ბახტაძე (ოლქის პროკურორის მოადგილე). 25 წელია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი არსებობს და ერთი პროფესორიც კი არ ჰყავთ სამეცნიერო ხარისხის მქონე“.

შეხვედრის დასასრულს ოლქის პროკურორმა იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან და ერთ–ერთ წარჩინებულ სტუდენტთან თამუნა მურჯიკნელთან ერთად, სახელმწიფო გერბით გაფორმებული ტორტი დაჭრა. ასევე, სტუმრებს კაპანაძემ პრკურატურის ბლოკნოტები და კალმები გადასცა.
30 მაისს პროკურატურის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.

პროკურატურის დღე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
პროკურორი ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პროკურატურა სტაჟიორებს არჩევს
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორმა თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად მალხაზ გეწაძე დაინიშნა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში