FM97.5 / LIVE

შესაძლოა თოჯინების თეატრი ძველ ადგილს დაუბრუნდეს

მთავარი 27.12.2012
ადგილმდებარეობის შეცვლიდან ხუთი თვის შემდეგ, თოჯინების თეატრში შესაძლოა ისევ ქალაქის ცენტრში დაბრუნდეს

შესაძლოა თოჯინების თეატრი ძველ ადგილს დაუბრუნდეს
ხუთი თვეა, რაც თოჯინების თეატრი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გადავიდა. მაყურებლის სიმცირის გამო, თეატრის ხელმძღვანელობამ უკან, ქალაქში დაბრუნებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა.

თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი რუსუდან სისაური ამბობს, რომ მაყურებლის დაბრუნების მიზნით ამ ნაბიჯის გადადგმა აუცლებელია: ”თოჯინების თეატრი ქალაქში უნდა იყოს. ციხეზე, დარბაზში 40 კაცი ეტევა და ძველ შენობაში კი 200 ადამიანი ეტეოდა. გარდა ამისა, ბაღის ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ახალციხის ციხეზე ამოსვლა ტრანსპორტის გარეშე ძალიან რთულია”.

სისაურის თქმით, თეატრის ქალაქში დაბრუნებასთან დაკავშირებით მინიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე ესაუბრა: ”მითხრა, რომ 90 პროცენტით გადაწყვეტილია და საბოლოო პასუხი ერთ კვირაში გვეცოდინებაო”.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ადმინისტრაციის შენობა, სადაც თოჯინების თეატრი მდებარეობდა და რომელიც მიმდინარე წლის 14 ივლისს გასხვისდა, შესაძლოა ისევ მუნიციპალიტეტს გადაეცეს საკუთრებაში. შპს ”ქროსვეისს” შენობაში სასტუმრო და კაზინო უნდა გაეკეთებინა. იმის გამო, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, მინიციპალიტეტის საკრებულო შენობის უკან დაბრუნებას ითხოვს.

”ვფიქრობ, რომ თეატრის ხელმძღვანელობის მოთხოვნა ლოგიკურია. სწორედ ამიტომ, ყოფილი ადმინიტრაციული შენობის დაბრუნების შემდეგ, თეატრს ძველ ადგილას დავაბრუნებთ”,- განმარტავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
თოჯინების თეატრის რემონტი მაისში დასრულდება
თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება
ახალციხის თოჯინების თეატრი ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ელოდება
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს