FM97.5 / LIVE

ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე: ”ან იძულების წესით გადაახდევინეს თანხა და ან შეურაცხადია ის, ვინც ეს შენობები იყიდა”

მთავარიეკონომიკა 28.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეები პრივატიზებული ობიექტების შესახებ; რამდენად გონივრულია ნახევრადდანგრეულ შენობებში მილიონობით ლარის გადახდა და რაში იხარჯებოდა პრივატიზებული ობიექტებიდან მიღებული თანხა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სადნროშვილი მომხდარს არაბუნებრივ მოვლენას უწოდებს: ”ან იძულების წესით გადაახდევინეს თანხა და ან შეურაცხადია ის, ვინც ეს შენობები იყიდა”.

სანდროშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ გასული, 2012 წლის 9 ნოემბერს დაინიშნა, მანამდე ის საკრებულოს წევრი იყო.

- ”აუქციონს გამგეობა აცხადებდა და ვერ გააკონტროლებდი თუ რატომ გადაიხადა ვიღაცამ შენობაში ამხელა თანხა და რა მოხდა. ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი არც იყო ეგ ინფორმაცია”, - ამბობს სანდროშვილი და ამატებს, რომ ბიუჯეტიდან თანხის 95 პროცენტი ახალციხის ციხის რეაბილიტაციისთვის იხარჯებოდა, სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები კი ყურადღების მიღმა რჩებოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გაგა ივანიძე ამბობს, რომ პრივატიზაციიდან შემოსულ თანხას მიზნობრიობა არ გააჩნია: ”თანხა იხარჯებოდა გადასახდელებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დიდი პროექტი რაბათი იყო. ამას გარდა იყო სხვა პროექტებიც, გზები, წყალსადენები, კორპუსები, ასევე საკანალიზაციო და სანიაღვრე არხები”.

ივანიძის განცხადებით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხა საჭიროებისამებრ იწერებოდა: ”პროექტი მზადდებოდა, შემდეგ ის საკრებულოში მიდიოდა, განიხილებოდა და მტკიცდებოდა”.

ახალციხის მუნიცპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ახლა საკრებულოს წევრი მალხაზ გიქოშვილი ამბობს, რომ მაშინ თანხის დიდი ნაწილი ახალციხის ციხის რეაბილიტაციაზე იხარჯებოდა.

კითხვაზე თუ რამდენად გონივრული იყო, ნახევრდდანგრეული შენობების ყიდვა მილიონობით ლარად, გიქოშვილი გვპასუხობს, რომ არ იცის: ”ზოგი რა ხასიათზეა, რას გაიგებ! არ ვიცი. რაც უფრო მეტს გადაიხდიდნენ, მით უკეთესი იყო ჩვენთვის”.

ის, რომ აღნიშნუილ ობიექტები ამ დრომდე მიტოვებულია, ამჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარეს, სანდროშვილს არწმუნებს იმაში, რომ მათ მყიდველებს ამ შესყიდული შენობების გამოეყენება ინვესტირებისთვის არ უნდოდათ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
საკრებულოს თავმჯდომარე ინვესტიციების მოზიდვას სლოვაკეთში ეცდება
საკრებულო ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დაბრუნებას გეგმავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
გაგრძელდება თუ არა რაბათის რეაბილიტაცია?
ახალციხის საკრებულოს უმცირესობა მერიას მიდგომებს უწუნებს
ახალციხის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საფინანსო–საბიუჯეტო კომისიაც დატოვა