FM97.5 / LIVE
რომელშიც სკოლა უნდა გადასულიყო, ამ დრომდე გაურკვეველია.">

216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.01.2013
სამუსიკო სკოლა სასწავლო პროცესს ისევ ავარიულ შენობაში აგრძელებს. ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ბედი, რომელშიც სკოლა უნდა გადასულიყო, ამ დრომდე გაურკვეველია.

216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება
ახალციხის სამუსიკო სკოლა ორი შენობისაგან შედგება. შენობის ის ნაწილი, რომელსაც საუკუნენახევრის ისტორია აქვს, ამორტიზებული და სახიფათოა. 80-ანი წლების შემდეგ, როცა შენობის რეკონსტრუქცია მოხდა, სკოლაში სარემონტო სამუშაოები აღარ ჩატარებულა.

სკოლის 216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეობას ბზარები დღითიდღე ემატება, განსაკუთრებით, დეკემბერში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.

”ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გადაწყდა, რომ ყოფილი გამგეობის შენობაში უნდა გადავსულიყავით, თუმცა ამ დრომდე ვერ ხერხდება. მიწისძვრამ ძველი შენობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. პოლიციამ ლენტი გააბა, რომ შენობის ახლოს არავინ გაიაროს. ქვები ცვივა და ორი კიდევ გამზადებულია ჩამოსავარდნად”, - გვიხსნის სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი.

ახალციხის საკრებულოში ამბობენ, რომ ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დასაბრუნებლად, ამ დრომდე მოლაპარაკებებს აწარმოებენ შენობის მფლობელ კომპანია შპს ”ქროსვეისთან”, თუმცა უშედეგოდ. გაგზავნილ წერილზე პასუხი არ მიუღიათ.

”სატელეფონო საუბარი გვქონდა, თუმცა ვერაფერზე შევთანხმდით. პიროვნება, რომელსაც წერილი გავუგზავნეთ, უნდა შესულიყო გენერალურ დირექტორთან და პასუხი მას უნდა გაეცა, თუმცა ამ დრომდე არავის დაურეკავს ”,- განმარტავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ”ქართული ოცნება -ახალციხე” თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი.

საკრებულოში ყოფილი ადმინისტრაციის შენობის მფლობელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თამარაშვილის განმარტებით ”ქროსვეისის” ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ხელშეკრულებაში მითითებული მისამართის საშუალებით შეძლეს.

”კომპანიის წარმომადგენლების ვინაობაც არ ვიცით. ვისთანაც ტელეფონით გვაქვს კონტქტი, დაგვპირდა, რომ ამ კვირაში ჩამოვლენ და შეგვხვდებიან”, - ამბობს თამარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ შპს ”ქროსვეისმა”, ყოფილი ადმინისტრაციის შენობა 2012 წლის 14 ივლისს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად იყიდა.
როგორც გაირკვა კომპანიის მხრიდან არ არის გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არც საპრივატიზაციო თანხა ერთი ლარი და არც ის 500 000 ლარი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის საკრებულომ შენობის უკან დაბრუნება გადაწყვიტა.

დაბრუნების შემთხვევაში, საკრებულოს ხელმძღვანელობა შენობაში სამუსიკო სკოლის, თოჯინების თეატრისა და კულტურის სახლის გადატანას გეგმავს.

სამუსიკო სკოლას ავარიულ შენობაში მანამდე მოუწევს მოშაობა, ვიდრე ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ბედი არ გადაწყდება. დაზიანებული დარბაზის გამო, კი გაურკვეველი ვადით გადაიდო სკოლაში ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ჩამოსვლაც.

”ყოველ წელს ჩამოგვყავს კომპოზიტორები, მაგრამ ახლა თავს ვიკავებთ, არ ვიცით სად ჩავატაროთ, ორივე დარბაზი ავარიულია. ნუნუ გაბუნიას და მანანა ალფაიძის მოწვევას ვგეგმავდით, მაგრამ არ ვიცით რას ვიზამთ”,- ამბობს სკოლის დირექტორი.

216 მოსწავლე გაკვეთილებს ავარიულ შენობაში ესწრება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
საკრებულო ყოფილი ადმინისტრაციული შენობის დაბრუნებას გეგმავს
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ახალციხის გამგეობამ 1 ლარად გაყიდული შენობა უკან დაიბრუნა
ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ
ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს