FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტში 134 000 ლარი დააბრუნა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.05.2016
ახალციხეში, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ნაწილი უკან დაბრუნდა. გამგეობამ ფინანსები ადგილობრივ ბიუჯეტშიც დაზოგა.

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტში 134 000 ლარი დააბრუნა

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტში 134 434 ლარი დააბრუნა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, თანხა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დაიზოგა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურის თანხა 68 558 ლარით, ხოლო წყლისა და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია 65 874 ათასი ლარით შემცირდა.

თანხა დაიზოგა ადგილობრივ ბიუჯეტშიც.

დასუფთავების ღონისძიებებში, ბუნკერების შესაძენად გამოყოფილი თანხიდან 2 000 ლარი მორჩა; 20 000 ლარით შემცირდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხარჯები; 14 000 ლარი დაიზოგა სახურავების მოწყობა–რეაბილიტაციისას.

ამ და სხვა მიმართულებით დაზოგილმა თანხამ მთლიანობაში 90 000 ლარი შეადგინა, რომელიც თვითმმართველობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის გადანაწილდა.

გამგეობაში განმარტავენ, რომ თანხის დაზოგვა ტენდერების ხარჯზე მოხდა, შემსყიდველებმა პროექტები უფრო ნაკლებ ფასად შეისყიდეს, ვიდრე ტენდერზე იყო დადებული.

"ეს ჯანსაღი ტენდერის წესია, მშენებლები იღებენ მონაწილეობას და თანხას თავად ასახელებენ. გამარჯვებული სამუშაოებს ახორციელებს, ამან გამოიწვია თანხის დაზოგვა, რომლიც მთავრობის განკარგულებით მოიხსნა“,– განმარტავს ახალციხის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე.

ცენტრალური და ადგილობრივ ბიუჯეტებიდან დაზოგილი თანხის ოდენობას ეჭვქვეშ აყენებს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი მაკა სუდაძე.

"როგორ შეიძლება 65 000 ლარი ეკონომია დარჩეს გზების რეაბილიტაციის დროს?! აქ ან ხარისხში გავქვს საქმე, ან გარიგებაში, ან სხვა რამეა. მეორე ჩემი პროტესტი გამოიწვია ბაღებში თანხების შემცირებამ და აქაც მითხრეს, რომ ტენდერის გამოა. მე არ მჯერა, რომ ჩვენი ბავშვები ისეთ პირობებში იმყოფებიან და ისე იკვებებიან, რომ გამოცხადეულ ტენდერში ეკონომია დარჩეს, აქაც დაგეგმვაშია პრობლემა“, – ამბობს დეპუტატი.

ახალციხის მუნიციპალიტეტმა ცენტრალურ ბიუჯეტში 134 000 ლარი დააბრუნა

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში ტენდერებიდან დაზოგილი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება
ახალციხის თემმა ტენდერებიდან 146 000 ლარი დაზოგა – რას მოახმარენ თანხას
რას მოხმარდება ტენდერის შედეგად დაზოგილი თანხა ახალციხის სოფლებში
ახალციხის ბიუჯეტი 5.624.670  ლარით გაიზარდა [ინფოგრაფიკა]
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
ცვლილებები ახალციხის 2019 წლის ბიუჯეტში
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები