FM97.5 / LIVE

'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 26.04.2018
'მივესალმები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მგონია, რომ ეს ის ნაბიჯია, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გააერთიანებს'–ეს განცხადება ბორჯომი–ასპინძის მაჟოროიტარმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

'ეს არის სწორი გადაწყვეტილება'– ფოფხაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
გედევან ფოფხაძე დღეს, 26 აპრილს "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრას არ დასწრებია.თუმცა ჟურნალისტებთან საუბარში, ბიძინა ივანისვილის პოლიტიკაში დაბრუნება დადებითად შეაფასა.

"ნამდვილად მიმაჩნდა და აქამდეც ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკურ სივრცეში გვაძლევს იმ დამატებით რესურსს, რაც მას გააჩნია, როგორც პოლიტიკოსს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ივანიშვილის ეს ნაბიჯი, პარტიაში არსებულ გამოწვევებს ღირსეულ პასუხს გასცემს–"ამიტომ მე მგონია, რომ ეს არის ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაკეთებულიყო“.

რაც შეეხება, გედევან ფოფხაძის "ქართული ოცნების" დატოვების საკითხს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, მისი მიერ პარტიის დატოვება არასწორი იქნება.

"ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ამ გუნდისთვის და მას ისეთი პოლიტიკური წონა აქვს, რომ, რა თქმა უნდა, მე ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვიმოქმედებ ამის შემდეგ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება, რომ წავიდე. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მე რატომ უნდა წავიდე?!"– განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე კომენტარი, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა "ქართული ოცნების" ლიდერების შეკრების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად 2013 წელს დატოვა, ახლა თანახმაა, რომ კვლავ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდეს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გამოკითხვა: რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის  დაბრუნება პოლიტიკაში? [Video]
ბიძინა ივანიშვილი 'ქართული ოცნების' თავმჯდომარე იქნება
გამოკითხვა: უნდა დაბრუნდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში?[Video]
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის
გედევან ფოფხაძე: კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ჩავარდა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 24 ნოემბერს განაცხადებს