FM97.5 / LIVE

ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 19.05.2019
ასპინძის რაგბის ბაზამ აფხაზეთიდან დევნილ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და ზუგდიდის უმაღლესი საფესტივალო ასაკის მორაგბეებს უმასპინძლა. სარაგბო ფესტივალში მონაწილეობა 250-მდე მორაგბემ მიიღო.

ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]

რაგბის ფესტივალი დღეს, 19 მაისს გაიმართა. მასში ყველა ასაკობრივი ჯგუფის მორაგბე მონაწილეობდა.

ფესტივალის უმაღლეს ასაკში სპორტსმენებმა "აფხაზეთის ტურნირი" გაითამაშეს, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის, ზუგდიდის, ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის, სულ ექვსმა გუნდმა მიიღო.

პირველი ადგილი ზუგდიდელებმა მოიპოვეს, მეორე ადგილზე ბორჯომი გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე - ადიგენი.

"აფხაზეთის ტურნირის" თასები გუნდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ვიტალი ბენდელიანმა გადასცეს.

ასპინძის ბაზაზე თამაშებს ესწრებოდა საქველმოქმედო ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი.

ფესტივალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის რაგბის ფედერაციის და რაგბის კლუბ "ტაოს" ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

"ზოგადად, სარაგბო ფესტივალი დიდი სარაგბო ზეიმია. იგი ფიზიკური წვრთნის პროცესის გაგრძელებად მოიაზრება. ფესტივალზე ჯანსაღი გარემოა და მონაწილეების ფიზიკური მონაცემების ან სქესის მიხედვით არ გამოვარჩევთ, ნახავთ არაჩევულებრივ გოგონა მორაგბეებსაც. აქ არ არსებობს არც დამარცხებული და არც გამარჯვებული. მთავარი თანაბრობა და ერთმანეთის პატივისცემაა", - განმარტავენ სარაგბო კლუბ "ტაოში".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი’ გაიმართა [R]
სარაგბო კლუბი ‘ტაო’ უნივერსიტეტს თანამშრომლობას სთავაზობს
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
ასპინძის რაგბის ბაზაზე მწვრთნელებისთვის სემინარი იმართება
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ‘თორები’ დაამარცხა
‘ბავშვთა რაგბის ფესტივალი ასპინძაში’ [ფოტო] ®