FM97.5 / LIVE

ასპინძამ რაგბის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

მთავარისაზოგადოება 29.07.2014
25–26 ივლისს, ასპინძამ უმასპინძლა რაგბის საერთაშორისო ფესტივალს "თბილისი-ასპინძა 2014 რაგბი აერთიანებს", რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოსა და ბრიტანეთის საგრაფოს მორაგბეთა ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.

ასპინძამ რაგბის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

საერთაშორისო ფესტივალში 15 წლამდე ასაკის მორაგბეები მონაწილეობდნენ. გამარჯვება საქართველოს გუნდმა მოიპოვა. მონაწილეებს ჯილდოები და საჩუქრები ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ გადასცა.

ფესტივალის მიზანი ასპინძის სარაგბო ბაზის გახსნა და ამ სპორტის პოპულარიზაცია იყო.

"ძალიან კმაყოფილი ვარ ზოგადად ამ ფესტივალით. რაც შეეხება რაგბს, ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა. ყველა მორაგბემ საკმაოდ კარგად ითამაშა და საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს მატჩი, რადგან ჩვენ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა 15 წლამდე ასაკობრივ რაგბის ნაკრებ გუნდებში რა რეზერვი გვეზრდება. ვთვლი, რომ კარგი ხარისხის თამაში აჩვენეს თავის ასაკთან შედარებით და იმედი მაქვს გაცილებით საინტერესო გახდება იგი მომავლში", - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ჭუმბურიძე.

ასპინძის სარაგბო ბაზაზე გამართულ ფესტივალს საქართველოს რაგბის კავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა ხურციძე და საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მინტოლ ჰეიგი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო ფესტივალის მეორე დღეს, ასპიძის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა შემოქმედებითმა გუნდებმა და ახალციხის ქორეოგრაფიულმა ანსამბლის წევრებმა სტუმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში საინტერესო და მხიარული ნომრები შესთავაზეს. კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრებმა მხარის სამონასტრო კომპლექსი ვარძია დაათვალიერეს.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ბაზაზე რაგბის ფესტივალი გაიმართა [R]
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ‘თორები’ დაამარცხა
ასპინძის რაგბის ბაზაზე მწვრთნელებისთვის სემინარი იმართება
ახალციხეში რაგბის მატჩი 'ტაოს' გამარჯვებით დასრულდა [Photo]
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®
რაგბის გუნდმა ‘ტაომ’ ზესტაფონის ‘არწივები’ დაამარცხა