FM97.5 / LIVE

სომხური სკოლა ქართველი მწერლების მასპინძლის როლში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 25.05.2016
პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, ქართველმა მწერლებმა ბოლო შეხვედრა ახალციხეში, სოფელ სხვილისის საჯარო სკოლაში გამართეს. მოსწავლეებმა სტუმრებს მათ მიერ დაწერილი ლექსები ქართულ ენაზე წაუკითხეს და მესხური სიმღერა „მუმლი მუხასაო“ უმღერეს.

სომხური სკოლა ქართველი მწერლების მასპინძლის როლში

მწერლებმა ვასილ გულეურმა, ირაკლი შამათავამ, ცირა ბარბაქაძემ, შარლოტა კვანტალიანმა და ნატო დავითაშვილმა, დღეს, 25 მაისს, საკუთარი შემოქმედება სოფელ სხვილისის სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს გააცნეს.

მოსწავლეებმა მწერლებს მათ მიერ დაწერილი ლექსები ქართულ ენაზე წაუკითხეს და სპეციალურად მათთვის მესხური სიმღერა „მუმლი მუხასაო“ შეასრულეს.

„დღევანდელი დღით აღფრთოვანებული ვარ. ეს არის უნიკალური სკოლა, აქ ყველა იღიმის, ღიმილი კი, ყველაზე დიდი პოეზიაა. მადლობა ქართულის მასწავლებლებს, რომ ქართულს ასე ასწავლიან ბავშვებს“, – განაცხადა მწერალმა ცირა ბარბაქაძემ.

სომხური სკოლა ქართველი მწერლების მასპინძლის როლში სხვილისის საჯარო სკოლაში პოეტების მიწვევა სკოლის დამხმარე პედაგოგის მარეხ ტატალაშვილის იდეა იყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ სკოლის მოსწავლეებს ქართული ენის მიმართ მეტი დაინტერესება ექნებათ“, – ამბობს იგი.

ამ ვიზიტით მწერლებმა სამცხე–ჯავახეთის შემოვლა დაასრულეს.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტია. იგი 2015 წლის, 14 აპრილს ქართული ენის დღეს დაიწყო, მიმდინარე წელს მისი მეორე ეტაპი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე მწერალთა მობილური ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით სხვდასხვა რეგიონში მოგზაურობენ და მკითხველებს ხვდებიან.

სამცხე–ჯავახეთს მწერალთა ჯგუფი 22 მაისს ესტუმრა. ამ დღეს შეხვედრები სოფელ აწყურსა და ქალაქ ვალეში შედგა. 23 მაისს მწერლებს ადიგენმა, დაბა აბასთუმანმა და ქალაქ ახალციხემ უმასპინძლა. 24 –ში მწერლები მკითხველებს ასპინძასა და ახალქალაქში შეხვდნენ.

სომხური სკოლა ქართველი მწერლების მასპინძლის როლში

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ცოცხალი წიგნები’ ასპინძაში
'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში
‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე
ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]
‘ცოცხალი წიგნები’ – თანამედროვე მწერლები ახალციხეში
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
ახალციხის გამგეობამ ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე აღუნიშნა