FM97.5 / LIVE

'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 24.05.2016
პროექტ "ცოცხალი წიგნების" ფარგლებში ახალციხეს ექვსი თანამედროვე მწერალი ესტუმრა. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ისინი ადგილობრივ მკითხველებს შეხვდნენ და საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრნენ.

'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში

23 მაისს, ახალციხეს, მწერლები ვასილ გულეური, ირაკლი შამათავა, ცირა ბარბაქაძე, შარლოტა კვანტალიანი, მარიამ წიკლაური და ნატო დავითაშვილი ესტუმრნენ. ისინი მკითხველებს საკუთარი შემოქმედებისა და ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრების შესახებ უყვებოდნენ.

ლიტერატურულ–საგანმანათლებლო პროექტი "ცოცხალი წიგნები" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტია. იგი 2015 წლის, 14 აპრილს ქართული ენის დღეს დაიწყო, მიმდინარე წელს მისი მეორე ეტაპი ხორციელდება.

'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში პროექტის ფარგლებში, თანამედროვე მწერალთა მობილური ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით სხვდასხვა რეგიონში მოგზაურობენ და მკითხველებს ხვდებიან.

"გვინდა რომ იყოს მრავალრიცხოვანი შეხვედრები, მაგრამ რატომღაც რეგიონებში შეხვედრაზე მხოლოდ 20–25 ადამიანი მოდის და გული გვწყდება. ჩვენი სახელმწიფო ფულს ხარჯავს, რომ ეს შეხვედრები შედგეს და რაც უფრო მრავალრიცხოვანი იქნება, მით უკეთესი“, – ამბობს პროექტ "ცოცხალი წიგნების“ კოორდინატორი, მარიამ წიკლაური.

მკითხველებთან შეხვედრის გარდა, მწერალთა მობილურმა ჯგუფმა ახალციხეში წიგნებიც ჩამოიტანა. საგამავრცელებლო კომპანია "ირიათონმა" ბიბლიოთეკაში წიგნის პატარა ბაზრობა მოაწყო.

'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში "რაიონებში თითქმის არ არის წიგნის მაღაზიები, ამიტომ თანამედროვე ავტორების წიგნები ყველაგან დაგვაქვს. მათი შეძენა შეხვედრებზე მკითხველს საგამომცემლო ფასით შეუძლია“,– განმარტა პროექტის კოორდინატორმა.

პროექტ "ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერალთა ხუთ კაციანი ჯგუფი სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით უკვე იმყოფებოდა აწყურში, ვალეში, ადიგენსა და ახალციხეში.

24 მაისს ისინი ახალქალაქისა და ასპინძის სკოლის მოასწავლეებს შეხვდებიან. 25 მაისს კი მწერლებს სოფელი სხვილისის სომხური სკოლა უმასპინძლებს.

'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ცოცხალი წიგნები’ ასპინძაში
სომხური სკოლა ქართველი მწერლების მასპინძლის როლში
‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე
‘ცოცხალი წიგნები’ – თანამედროვე მწერლები ახალციხეში
ნინოწმინდაში ადგილობრივები თანამედროვე მწერლებს შეხვდნენ [Photo]
თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ®

ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]