FM97.5 / LIVE

‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე

მთავარისიახლე, განათლება 28.05.2016
პროექტ „ცოცხალი წიგნების“ფარგლებში 4 დღის განმავლობაში სამცხე–ჯავახეთს ექვსი თანამედროვე მწერალი სტუმრობდა.

‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე

მწერლები ვასილ გულეური, ირაკლი შამათავა, ცირა ბარბაქაძე, შარლოტა კვანტალიანი, მარიამ წიკლაური და ნატო დავითაშვილი სამცხე–ჯავახეთის მკითხველს საკუთარ შემოქმედებას რამდენიმე დღე აცნობდნენ. მათ სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტი მოიარეს.


‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე ვასილ გულეური საბავშვო მწერალია. მისი მკითხველები უმეტესად სასკოლო ასაკის მოსწავლეები არიან. ვასო ამბობს, რომ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის სკოლის მოსწავლეებმა მოახდინეს.

„სხვილისში განსაკუთრებით ამაღელვებელი დღე იყო. ძირითადად ჩემი მკითხველები ბავშვები არიან და განსაკუთრებით მათთან შეხვედრა მიხარია. სკოლის ქართულის პედაგოგმა ერთხელ ტელეფონითაც კი მომასმენინა სომეხი ეროვნების ბავშვები როგორ კითხულობდნენ ჩემს ლექსებს“, –ამბობს მწერალი და ამატებს, რომ ამ რეგიონის განსაკუთრებულობა და სიმდიდრე სწორედ მისი ეთნიკური მრავალფეროვნებაა.


‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე „ყველაზე ძალიან თვალში რაც მომხვდა ამ მხარეში, ის არის, რომ მხარეს სჭირდება მეტი წიგნის მაღაზია“, – გვეუბნება ნატო დავითაშვილი და ამატებს, – „ცოტა მეტი მიხედვა სჭირდება ამ საკითხებს. უბედნიერესი ვარ აქ მოხვედრით, ამ ბუნებამ და ამ სივრცემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ თუ სწორი გზით ვივლით, ძალიან ღონიერები ვიქნებით“.



‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე ცირა ბარბაქაძე ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთი, თავისი პეიზაჟებითა და ადამიანებით, მისტიური ადგილია: „გაერთიანებული ხარ ბუნებასთან. ახლოს არის ცა და მთა. ეს არაა უბრალო შეხვედრები ეს არის შემოქმედთა გასვლა და კარგი დამუხტვა. მუხტი, რაც ამ რეგიონს აქვს, სრულიად გამორჩეულია“.

სტუმრები ამბობენ, რომ უკან შთაბეჭდილებებით სავსეები მიემგზავრებიან.

„სამცხე–ჯავახეთი გამორჩეულია თავისი ბუნებით, ისტორიული ძეგლებითა და ადამიანებით“, – გვეუბნება პროექტის კოორდინატორი, მწერალი მარიამ წიკლაური.


‘ვბრუნდებით თბილისში, სავსე შთაბეჭდილებებით’ – მწერლები სამცხე–ჯავახეთზე მისი თქმით, მან მოისმინა საკუთარი ლექსები სკოლის მოსწავლეების შესრულებით, რამაც ძალიან გაახარა: „გვინდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩვენი მონაწილე. გვინდა, რომ ამ მხარეს ჰქონდეს ის ძალა, რაც საქართველოს ძლიერებისთვის არის ძალიან მნიშვნელოივანი. მე მოვისმინე ჩემი ლექსები და გაოცებული დავრჩი. ამ ბავშვებში დიდი ქართული სული ცოცხლობს. იმედიანად მივდივართ აქედან“.

„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტია. იგი 2015 წლის, 14 აპრილს, ქართული ენის დღეს დაიწყო, მიმდინარე წელს მისი მეორე ეტაპი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, თანამედროვე მწერალთა მობილური ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით სხვდასხვა რეგიონში მოგზაურობენ და მკითხველებს ხვდებიან.

სამცხე–ჯავახეთს მწერალთა ჯგუფი 22 მაისს ესტუმრა. ამ დღეს შეხვედრები სოფელ აწყურსა და ქალაქ ვალეში შედგა. 23 მაისს მწერლებს ადიგენმა, დაბა აბასთუმანმა და ქალაქ ახალციხემ უმასპინძლა. 24 –ში მწერლები მკითხველებს ასპინძასა და ახალქალაქში შეხვდნენ. დღეს, 25 მაისს, მათი სტუმრობა რეგიონში სხვილისის სომხურ სკოლაში გამართული შეხვედრით დასრულდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ცოცხალი წიგნები’ ასპინძაში
'ცოცხალი წიგნები' სამცხე–ჯავახეთში
სომხური სკოლა ქართველი მწერლების მასპინძლის როლში
‘ცოცხალი წიგნები’ – თანამედროვე მწერლები ახალციხეში
‘მესხეთში სტუმრობა ძალიან მიხარია’ – ტურაშვილი ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
ქართველი მწერლები ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ [Photo]
ნინოწმინდას  ქართველი მწერლები ესტუმრებიან