FM97.5 / LIVE

ახალციხეში ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა

მთავარისაზოგადოება 21.05.2016
საქრთველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, ახალციხეში ასპინძისა და თამარშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს, აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ანზორ გელდიაშვილის სახელი მიანიჭა.

ახალციხეში ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ახალციხეს დღეს, 21 მაისს ესტუმრა. მას ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდთან, ადგილობრივი თვიმმართველობის, ახალციხის ჯავშან–სატანკო სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები და აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის ანზორ გელდიაშვილის ოჯახის წევრები დახვდენენ.

„ახალციხეში, ყველა თაობამ უნდა იცოდეს, რომ მათ ქალაქში გმირი ცხოვრობდა. მტერთან საბრძოლვევლად, ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ისტორიების ცოდნა აუცულებებლია“, -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ომში ტარგიკულად გარდაცვლილი ჯარისკაცების სახელები, საქართველოს სხვა ქალაქებში ქუჩებსა თუ სხვა ობიექტებს ეტაპობრივად მიენიჭებათ.

„დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ჩემი შვილი ყოველთვის იცოცხლებს და ახალციხელები გაიგებენ, რომ ის გმირი იყო!“ -განაცხადა ანზორ გელდიაშვილის დედამ მზია ღონღაძემ.

თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდისათვის ანზორ გელდიაშვილის სახელის მინიჭებაზე ქალქის საკრებულომ მიმდინარე წლის 25 მარტს იმსჯელა. გადაწყვეტილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

„ვფიქრობ, რომ სამშობლოსთვის შეწირული ყველა ადამიანის სახელი უკვდავყოფილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

ჯავშან-სატატანკო სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ლერი გელხაური აგვისტოს ომში ანზორ გელდიაშვილთან ერთად იბრძოდა. იგი ჯარისკაცის დაღუპვის დღეს ისხსენებს და ამბობს, რომ გელდიაშვილი ქარელთან რუსული კოლონების შესვლის დროს გარდაიცვალა: „2008 წლის 10 აგვისტოს, როდესაც ქარელთან რუსული კოლონები შემოდიოდნენ, ჩვენ ჯარისკაცებს უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან მოსახლეობა ეტაპობრივად გამოჰყავდათ. ამ პერიოდში შეტაკება მოხდა, გელდიაშვილმა ტანკი ბავშვების ავტობუსს ააცილა და გზიდან გადავარდა, ის ამ დროს გარდაიცვალა“.

ახალციხეში ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა

ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელი ხიდი, შპს "სავაჭრო ცენტრ ახალციხის“ (ახალციხის ბაზარი) ტერიტორიაზე მდებარეობს. ხიდი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წელს ააშენა. ხიდი თავდაპირველად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანზე იყო, სამი თვის წინ, ახალციხის მერიის ბალანსზე გადავიდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა ობიექტისათვის სახელის მინიჭება.
ხიდისათვის აგვისტოს ომის გმირის სახელის მინიჭება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა იყო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
ახალციხეში ანზორ გელდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს [Photo]
ახალციხეს თავდაცვის მინისტრი ესტუმრება
გიორგი კოპაძემ აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო
რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი 10 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთს ესტუმრება
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]