FM97.5 / LIVE

რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2020
2008 წლის აგვისტოში რუსულ აგრესიას სამცხე–ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათი სახელები საქართველოს უახლესი ისტორიის გარდა, რეგიონში სხვადასხვა ადგილებზე შემორჩა.

რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

სამცხე–ჯავახეთში აგვისტოს ომის გმირების სახელები ოთხ ქუჩას, ორ სკოლას, ფეხბურთის მოედანს, ხიდსა და წყაროს ჰქვია.

ახალციხეში, აგვისტოს ომის გმირის, ანზორ გელდიაშვილის სახელს ამოიკითხავთ ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე.

ახალციხელი გმირი, ანზორ გელდიაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლის ველზე გარდაიცვალა.

1

ხიდს ანზორ გელდიაშვილის სახელი 2016 წლის მაისში მიენიჭა.

აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირის, თამაზ მექიძის სახელი ჰქვია მისი მშობლიური სოფლის, კოთელიის საჯარო სკოლას.

32 წლის უფროსი სერჟანტი, თამაზ მელიქიძე 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის დაბობვას შეეწირა. მასთან ერთად, რუსულმა ავიაციამ კიდევ 18 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2(1)

კოთელიის სკოლა თამაზ მელიქიძის სახელი 2012 წლიდან მიენიჭა.

სამი მებრძოლი ემსხვერპლა რუსულ აგრესიას ადიგენიდან. მათი სახელები დაბა ადიგენის სამ ქუჩას ჰქვია.

ალექსანდრე ზაზაშვილი ადიგენის სოფელ უდედან იყო. 33 წლის კაპრალი ცხინვალში შეტაკებისას გარდაიცვალა.

3_ MEMORIALI

ქუჩას აგვისტოს ომის გმირის სახელი 2016 წლიდან მიენიჭა

აგვისტოს ომის გმირის, არტემ ბალახაშვილის სახელს ატარებს დაბა ადიგენში კიდევ ერთი ქუჩა. მის სახელს უკავშირდება ასევე მშობლიურ სოფელში, უდეში, საჯარო სკოლის სპორტული მოედანი, სადაც ყოველწლიურად მისი სახელობის ტურნირი ტარდება ფეხბურთში.

არტემ ბალახაშვილი ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც აგვისტოში რუსულმა ტყვიამ იმსხვერპლა. 22 წლის გმირი 11 აგვისტოს სოფელ ბროწლეთთან გარდაიცვალა.

4 artem balakhashvili

ადიგენის სოფელ ლელოვნიდანაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი დევი ჩადუნელი, რომლის სახელიც დაბაში ცენტრალურ ქუჩას ჰქვია. 27 წლის გმირი ცხრა აგვისტოს, ცხინვალში რუსული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა.

5-devi-chaduneli

ასპინძის მუნიციპალიტეტში აქაური გმირის, ტარიელ ქამაშიძის სახელს უკავშირდება მშობლიურ სოფელ მირაშხანში საჯარი სკოლა და წყარო, რომელიც რუსეთ–საქართველოს ომის გმირის სახელს 2016 წლიდან ატარებს.

20 წლის მებრძოლი ომის ცხელ წერტილში რუსი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

6-tariel-qamashidze


2008 წლის, აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. საომარ მოქმედებებში სამცხე–ჯავახეთიდან სულ 719 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ადიგენიდან – 191, ახალციხედან – 346, ბორჯომიდან – 63, ასპინძიდან – 85, ახალქალაქიდან – 17 და ნინოწმინდიდან 6 ადამიანი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომში დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე.

[რობი ზარიძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალციხის ერთ–ერთ ხიდს აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭა
ასპინძაში აგვისტოს ომში დაღუპული გმირი გაიხსნეს [Photo]
‘სახლში არ თქვა, რომ ომი დაიწყო და ცხინვალში მივდივართო’ – ომის გმირი ადიგენიდან
გიორგიწმინდაში სკვერს აფხაზეთის ომის გმირის სახელი მიენიჭა
ახალციხეში ანზორ გელდიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს [Photo]
აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა