FM97.5 / LIVE

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.05.2016
დღეს, 21 მაისს, დილის 09:00 საათიდან, ახალციხის სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში, დამამთვარებელი კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას მეთორმეტე კლასელები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ;

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ყველაზე ადრე დასრულდა. ტესტირება 18–მა მოსწავლემ გაიარა. სკოლის დირექტორი გია კაპანაძე ამბობს, რომ გამოცდა ყველა მათგანმა წარმატებით ჩააბარა: „ყველა კარგი შედეგებით გამოვიდა, მედალოსნები მივიდნენ 9.9 ქულამდე, დააკლდათ მეათედები ათი ქულა რომ აეღოთ“.

გამოსაშვები გამოცდები პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც მეექვსე საჯარო სკოლის შენობაშივე გაიმართა. ტესტირებიდან გამოსული მე–12 კლასელები ამბობენ, რომ საკითხები ძირითადად გრამატიკიდან იყო, მცირე ნაწილი კი ლიტერატურიდან.
იმისთვის, რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვალოს, მოსწავლემ 5.5 ქულიანი ბარიერი უნდა გადალახოს.

,,დაახლოებით 40–მდე კითხვას ვუპასუხე. კითხვების ძირითადი ნაწილი ლექსებს და პოემებს შეეხებოდა. ძალიან ბევრი კითხვა იყო გრამატიკიდან“ –ამბობს პირველი სკოლის მოსწავლე მაირიამ სალაღაია.

ახალციხის მე–3 სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებისთვის, გრამატიკასთან ერთად, რთული აღმოჩნდა ტექსტის გააზრების ნაწილი.

„ჩემთვის რთული იყო, რადგან დიდი ტექსტიდან ბევრი სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი. მაგრამ მაინც 8 ქულა მივიღე და კმაყოფილი ვარ“– ამბობს სარქის ჰაიკანოში.

სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებმა ქართულ სკოლებთან შედარებით განსხვავებული ტესტები ჩააბარეს.

"ეს მოსწავლეები ქართულ ენას სხვა პროგრამით სწავლობენ, ამიტომ საკითხები ლიტერატურიდან თითქმის არ არის, გრამატიკული სავარჯიშოები კი ხშირია. ტესტებში არის ტექსტის გააზრება, რომელიც დიდი მოცულობისაა და წაკითხვა ეზარებათ ხოლმე, სხვა მხრივ კმაყოფილი ვარ“– განმარტავს, ,,ქართული, როგორც მეორე ენის“ პედაგოგი ირმა გვიშიანი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოსაშვები გამოცდების საბოლოო შედეგები 14:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა დღის მეორე ნახევარში იმ მოსწავლეებსაც შეეძლებათ, რომლებმაც გასულ წლებში გეოგრაფიის საგანში ბარიერი ვერ გადალახეს.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
ქართულის გამოცდაზე ორი პირი ჩაიჭრა
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო