FM97.5 / LIVE

უცვლელი თანხა და უცვლელი პრიორიტეტები

მთავარიეკონომიკა 20.12.2012
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მცირე ბიუჯეტი მასშტაბური პროექტებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების საშუალებას არ იძლევა, თუმცა, ჩინოსანთა ხელფასის ზრდა მაინც გახდა შესაძლებელი

უცვლელი თანხა და უცვლელი პრიორიტეტები
ნინოწმინდაში ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვის პროცესი დაიწყო. წინასწარი თანხა, რომელიც მომავალ 2013 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაიხარჯება, ცნობილია. საფინანსო სამსახურში დამტკიცებამდე ხარჯების ზუსტ დანიშნულებაზე არ ლაპარაკობენ, თუმცა, განსაკუთრებული სიუპრიზები ნინოწმინდელებს, როგორც ჩანს, არ ელით.

„ზუსტად რომ ვიცოდეთ, კონკრეტულად რაში დაიხარჯება ბიუჯეტი, ჯერ უნდა დამტკიცდეს. წინასწარი თანხა წავა ხელფასებზე, საოფისე ხარჯებსა და ტრანსპორტის ხარჯზე. სუბსიდიები გადაეცემა სხვადასხვა დაწესებულებებს“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი სამველ არზუმანიანი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი 2,953,500 ლარს შეადგენს.

„სამინისტროდან უკვე მივიღეთ რეალური ციფრი, ესაა 2,258,500 ლარი. ამ თანხას გვაძლევს სახელმწიფო და ჩვენი, ადგილობრივი შემოსავალი, თითქმის 700,000 ლარია“, – ამბობს საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი.

მართალია, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მცირეა, მაგრამ წელს მაინც იგეგმება ქალაქ ნინოწმინდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი პრობლემის – საკანალიზაციო სისტემის არარსებობის ნაწილობრივი მოგვარება.

„ჩვენ კანალიზაციის სისტემის გაკეთების სურვილი დავაფიქსირეთ, რათა მომავალში ქალაქი მოვაასფალტოთ. ამისთვის დაახლოებით 200 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს პრობლემას ბოლომდე მაინც ვერ მოაგვარებს, ნაწილობრივ გადაწყდება, მაგრამ 50%–ზე მეტი მაინც იქნება გაკეთებული, რადგან საკმაოდ ბევრი სამშენებლო სამუშაო უკვე ჩატარებულია და როცა ჩვენც ჩავდებთ ფულს, ბევრ ადგილას საკითხი ამოწურული იქნება“, – ამბობს სამველ არზუმანიანი.

გასული წლის ბიუჯეტების გასაცნობად საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტის საიტზე მიგვითითა, სადაც 2012 წლის ბიუჯეტი არ იდო. სამაგიეროდ აქ ვნახეთ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, საიდანაც გაირკვა რომ საბიუჯეტო თანხების ნახევარი ადგილობრივი ხელისუფლების ორი ორგანოს – ერთ შენობაში განთავსებული გამგეობისა და საკრებულოს შესანახად დაიხარჯება. ბიუჯეტის დანარჩენილი ნაწილი კი მუნიციპალიტეტის სხვა დაწესებულებებს შორისაა განაწილებული. მუნიციპალიტეტის სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას ფინანსები არ რჩება.

„გზების მოასფალტებისთვის თანხები არ გვაქვს გათვალისწინებული, რადგან ჩვენი რაიონი დოტაციურია. ამ თანხებით ასფალტის დასხმა და სხვა საქმეების გაკეთება არ შეგვიძლია. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს რეგიონებიდან (რეგიონული განვითარების ფონდიდან) სოფლების განვითარებისთვის თანხები გამოიყოფა და ასევე, დარჩება თანხა გარდამავალი ნაშთიდან, რის ხარჯზეც სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას შევძლებთ“, – ამბობს სამველ არზუმანიანი.

თუმცა ჩინოსნების ხელფასების მომატებისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში მოიძებნა.

„შინაარსის მიხედვით, შემიძლია ვთქვა, რომ შარშანდელთან შედარებით, საბიუჯეტო თანხები 150 ათასი ლარით გაიზარდა, ეს რაც სახელმწიფომ მოგვცა. უბრალოდ, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, როცა ხელფასები გაიზარდა სამსახურების ხელმძღვანელების და საკრებულოს წევრებისთვის და ა.შ., ჩვენ ამ ბრძანების შესაბამისად სახელფასო ფონდი გავზარდეთ“, – ამბობს იგი.

არზუმანიანის თქმით, თუ გასული წლის ბიუჯეტიდან თანხები დარჩება, ის მშენებლობებისთვის დაიხარჯება. თუმცა ნაშთების შესახებ ზუსტი მონაცემები მხოლოდ მომავალი წლის იანვრის დასაწყისში გახდება ცნობილი, როცა გასული წლის ბიუჯეტის ყველა დაანგარიშება დასრულდება.
გასულ წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 მლნ ლარი დაიხარჯა, სხვადასხვა ფონდებიდან და ბიუჯეტიდან. ასევე. გარდამავალმა ნაშთმაც საკმაოდ მსხვილი თანხა შეადგინა.

„წლის დასაწყისში გარდამავალი ნაშთი 728 ათასი ლარი გვქონდა. ეს თანხა დარჩა იმიტომ, რომ რკინიგზის მშენებლობაზე მომუშავე კომპანიამ 256 ათასი ლარი წლის ბოლოს გადმორიცხა. ისინი სამშენებლო სამუშაოებს ასრულებენ და კიდევ არის სხვადასხვა გადასახადები, რომლებსაც იხდიან და ეს თანხები ჩვენს ადგილობრივ ბიუჯეტში ხვდება. გასულ წელს 1 მლნ 108 ათასი ლარი რეგიონული ფონდიდან მივიღეთ. 572,200 ლარი სოფლების განვითარების პროგრამით. ამ თანხებმა მთლიანობაში 6 მლნ ლარი შეადგინა“, – ამბობს სამველ არზუმანიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
რაში დაიხარჯება ახალციხის ბიუჯეტი 2017 წელს
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა