FM97.5 / LIVE

TI: ‘მოქალაქეების მოწონებას გამგებლები უფრო იმსახურებენ, ვიდრე მერები’

მთავარიპოლიტიკა 17.05.2016
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’ ინფორმაციით, გამოკითხულთა 40% ფიქრობს, რომ მოქალაქეთა ინტერესებს არც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არც საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები არ გამოხატავენ.

TI:  ‘მოქალაქეების მოწონებას გამგებლები უფრო იმსახურებენ, ვიდრე მერები’
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’ ინფოგაფიკა

ასეთი შედეგი “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2016 წლის 16-28 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული გამოკითხვით მიიღო, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით, “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 2032 ადამიანმა მიიღო.

შედეგების ანალიზით დგინდება, რომ თვითმმართველი ქალაქების მოსახლეობა გაცილებით უფრო ნეგატიურად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას, ვიდრე დანარჩენი მუნიციპალიტეტების ელექტორატი - მუნიციპალიტეტის გამგებლის/საკრებულოს საქმიანობას:

კითხვაზე, თუ ვინ გამოხატავს მოქალაქეების ინტერესებს ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 7% ასეთად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიიჩნევს, თვითმმართველ ქალაქებში კი ამავე კითხვაზე დადებითი პასუხი საკრებულოსთან დაკავშირებით მხოლოდ 3%-მა გასცა.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეების მოწონებას გამგებლები უფრო იმსახურებენ, ვიდრე მერები: გამოკითხულთა 15% ფიქრობს, რომ მის ინტერესებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოხატავს მაშინ, როცა მერთან დაკავშირებულ ამავე კითხვაზე გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა გასცა დადებითი პასუხი.

„2016 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში სიახლეა ისიც, რომ ცნობილი გახდა მოქალაქეების საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტში არჩეული მაჟორიტარი დეპუტატებისადმი დამოკიდებულებაც: გამოკითხულთა მხოლოდ 7% ფიქრობს, რომ მის ინტერესებს საკრებულოში არჩეული დეპუტატი გამოხატავს, პარლამენტის მაჟორიტართან დაკავშირებით კი ამგვარად 2032 მოქალაქიდან მხოლოდ 5% (ყოველი მეოცე გამოკითხული) ფიქრობს“, – აცხადებენ ორგნიზაციაში.

კვლევი მიხედვით, მაჟორიტარი და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების მუშაობის შეფასებისას აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 18% უარყოფად აფასებს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრის მუშაობას, არცერთი პარლამენტარის მუშაობას უარყოფად არ აფასებს გამოკითხულთა მხოლოდ 7%.

2016 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, შესაძლებელია საქართველოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებთა მუნიციპალური სერვისებისადმი დამოკიდებულების გაანალიზებაც.

მოქალაქეების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ქუჩების კეთილმოუწყობლობა იწვევს (30%), მეორე ადგილზეა (28%) - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (პარკები, სკვერები) არასაკმარისი რაოდენობა/არსებულების მდგომარეობა, გამწვანების სიმწირე კი გამოკითხულთა 26%-ის უკმაყოფილებას იწვევს.

რაც შეეხება დადებით დამოკიდებულებას, ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით (41%), საბავშვო ბაღებით (38%) და გამწვანებით (38%) არის კმაყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულებში ყველაზე ნაკლებად უკმაყოფილებას სწორედ საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა იწვევს

TI:  ‘მოქალაქეების მოწონებას გამგებლები უფრო იმსახურებენ, ვიდრე მერები’
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’ ინფოგაფიკა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ადგილობრივ თვითმმართველობებს მოუწოდებს, საბიუჯეტო თანხების განკარგვისას მაქსიმალურად იხელმძღვანელონ მოქალაქეების საჭიროებებით - პროექტების დაგეგმვისას გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და უზრუნველყონ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობა.

"საკრებულოს წევრებს მართებთ მეტი კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩევლებთან სწორედ იმ საკითხების გადასაწყვეტად, რომელთა გადასაჭრელადაც მათ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ელექტრორატის ნდობის მანდატი მიიღეს", – აცხადებენ ორგანიზაციაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერი TI-ს კვლევაზე: ‘ბევრი კვლევებით მე პირველ ადგილზე ვარ’
გამოკითხულთა 25% ფიქრობს, რომ მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ
NDI: 48% ფიქრობს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ
NDI: ახალციხის მერის მუშაობას გამოკითხულთა 29% დადებითად აფასებს
NDI- გამოკითხულთა 64% მთავრობის მუშაობას ცუდად აფასებს
TI: გამოკითხულთა 53%–ის აზრით სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა
NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის