FM97.5 / LIVE

TI: გამოკითხულთა 53%–ის აზრით სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 05.04.2019
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საზოგადოებრივი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის დიდი ნაწილი სასამართლოს უნდობლობას უცხადებს, გამოსავალს კი სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ხედავს.

TI: გამოკითხულთა 53%–ის აზრით სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა

მოქალაქეების აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა სასამართლო სამართლიანი, მხოლოდ 25% ამბობს, რომ სამართლიანია, 50%–სთვის კი უსამართლოა.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 43%–ის აზრით, სასამართლოში ე.წ. კლანი არსებობს, ხოლო მათი (43%–დან, ვინც კლანის არსებობას მისცა ხმა) 87% ფიქრობს, რომ ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები ხელისუფლებაში მყოფი პირების მხარდაჭერით სარგებლობენ.

გამოკითხვა ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მიმართ ნდობასაც შეეხო და გამოვლინდა, რომ საზოგადოება სასამართლოს გარდა ნაკლებად ენდობა საქართველოს პარლამენტსა და მედიას. ყველაზე სანდოდ კი ეკლესია, მასწავლებლები და ექიმები დასახელდნენ.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ, 2019 წლის 20 თებერვლიდან ხუთ მარტამდე პერიოდში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოკითხა, კვლევის საშუალო ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

NDI: გენდერული კვოტირება მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 54%–სთვის
გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციაა – NDI
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
რესპოდენტების 31% ფიქრობს, რომ საარჩევნო რეფორმა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ჩავარდა – კვლევა
გამოკითხულთა 32% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI
გამოკითხულთა 25% ფიქრობს, რომ მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ
NDI- გამოკითხულთა 67% ქვეყანაში მთავარ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს