FM97.5 / LIVE

ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს

მთავარისაზოგადოება 15.05.2016
‘საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა მაქსმალურად იქნეს უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა’, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში.

ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებზე.

ანგარიშის მიხედვით, 2006 წლის 15 მაისს საქართველოსათვის ძალაში შევიდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, რომელიც აღიარებს, რომ თამბაქოს ეპიდემია წარმოადგენს გლობალური მნიშვნელობის პრობლემას, რომელსაც სერიოზული მავნებლობა მოაქვს ჯანმრთელობისათვის და საჭიროებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და ყველა ქვეყნის მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე ეფექტური და ყოვლისმომცველი რეაგირების ზომების გატარებაში.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარების ვალდებულება აიღო. ამით ხელისუფლებამ დააფიქსირა პოზიცია, რომ თამბაქოს კონტროლი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შეიქმნა სამთავრო კომისია, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილებები, რომლითაც განისაზღვრა კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაუმჯობესების და მისი ჩარჩო-კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ“,– აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვლი.

მისივე განცხადებით, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი შესრულდა.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედი კანონმდებლობა დაიხვეწოს და შესაბამისობაში მოვიდეს თამბაქოს რეკლამირების, სპონსორობისა და პოპულარიზაციის აკრძალვის მიმართულებით აღებულ ვალდებულებებთან.

„საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა დახურულ ადგილასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა, რათა მაქსმალურად იქნეს უზრუნველყოფილი თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს შექმნა“, – ვკითხულობს სახალხო დამცველის განცხადებაში.

ანგარიშის მიხედვით, თვალშისაცემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობასთან დაკავშირებით დადგენილი შეზღუდვების ყოველდღიური უგულებელყოფის ფაქტების მიმართაც. 2015 წლის განმავლობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადობისთვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული მხოლოდ ერთი დადგენილება, რომლითაც პირს არასრულწლოვნისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის გამო ადმინისტრაციული სახდელი დაედო.

„წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ თამბაქოს ნაწარმზე ხელმისაწვდომობის შემცირების მიზნით 2014 წლიდან 4–ჯერ მოხდა გადასახადების მატება, თუმცა ამ მიმართულებით მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციით აღიარებული ვალდებულებების ეფექტურ შესრულებად“, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის გატარებისას პრიორიტეტად აღიაროს მოქალაქეთა ჯანმრთელობა და ადამიანის სიცოცხლის დაცვა, უზრუნველყოს ყველა პირის უფლება თამბაქოს კვამლისგან თავისუფალ ჰაერზე და პასიური წევის მავნე ეფექტებისგან დაცულობაზე, განამტკიცოს თამბაქოს მოხმარების გავრცელების ყოველწლიური შემცირების აუცილებლობა საზოგადოების ყველა სექტორში.

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან ერთად, ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული რეგულაციების შესრულებაზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება
დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
თამბაქოს კანონის მესამე დღე – დაიწერა თუ არა ჯარიმა სამცხე–ჯავახეთში
ექიმი გვირჩევს: თამბაქოს მავნებლობა [Video]