FM97.5 / LIVE

საპატრიარქოს განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

მთავარისაზოგადოება 15.05.2016
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, თბილისში, აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა გაიმართება.

საპატრიარქოს განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

საპატრიარქოს ინფორმაციით, მეორე წელია, რაც ამ ხატით 7 დღიანი მსვლელობა ხორციელდება ოფიდან (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) თბილისამდე. წირვა-ლოცვები აღევლინება ბათუმში, ხულოში, აწყურში, ბორჯომში, სურამში, ხაშურში, გორში, სვეტიცხოველში.

"თბილისში ხატით მსვლელობა დაიწყება შუადღისას, 12:00 სთ-ზე, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ, სადაც უწმინდესი და უნეტარესი ილია II გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს ერს", – აცხადებენ საპატრიარქოში.

საატრიარქოს ცნობით, მსვლელობა ორგანიზებულია საქართველოს ეკლესიის ახალგაზრდული ცენტრის „დავითიანის“ მიერ და მას აქვს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვითი დატვირთვა.

"სასურველია, რომ მრევლმა თან იქონიოს მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატები (ან რომელიმე მათგანი), რადგან წმ. ანდრია პირველწოდებული იესო ქრისტეს კურთხევით გამოაგზავნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საქართველოში და გამოატანა აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით ცნობილი თავისი ხატი, რომელიც ფიცარზე ღვთისმშობლის სახის მიდებით გამოისახა. ეს ხატი საუკუნეების მანძილზე დაბრძანებული იყო აწყურში და მისი სასწაულთმოქმედი ძალა და მადლი აქედან ეფინებოდა ჩვენს ქვეყანა.

იგი არის მაცხოვრის მიერ ჩვენს შემწედ და მცველად მოვლენილი პირველი უდიდესი სიწმინდე და მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა უნდა აღდგეს ჩვენს ერში", – ვკითხულობთ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მსვლელობა თბილისში 'ოჯახის სიმტკიცის დღეს' [Photo]
13 მაისს  აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატით საზეიმო მსვლელობა გაიმართება
აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი თბილისში შეაბრძანეს
აწყურის ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში დღეს ჩამოაბრძანებენ
აწყურის ღვთისმშობლის ხატი ამაღლების ტაძარში დააბრძანეს [Photo/Video]
საქართველოში ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება