FM97.5 / LIVE

ავარია გორში – რა კავშირი აქვს მომხდართან სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს

მთავარისამართალი 13.05.2016
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს სამსახურეობრივი მანქანით, ქალაქ გორში , ავარია მოუხდა. შსს გორში მომხდარ ავარიას ადასტურებს, თუმცა, მძღოლის ვაინაობას არ ამჟღავნებს.

ავარია გორში – რა კავშირი აქვს მომხდართან სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს
არჩილ ბაცანაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. ფოტო:sknews.ge. 01/04/2016წ.

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის ერთ–ერთი მონაწილე, „სამხრეთის კარიბჭეს“ კონფიდენციალური და სანდო წყაროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, არჩილ ბაცანაძე იყო, 2016 წლის 13 მარტს, ღამით მოხდა.

სამმართველოს ავტომანქანა, შავი ფერის „შკოდა“ სერიით AF–682-FA, რომელიც არჩილ ბაცანაძეს ემსახურება, BMW-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა. წყაროს ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილში ცოლ–ქმარი ისხდნენ და მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, 13 მარტს გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე განმარტებით, ძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს. ეს მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემას ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის.

ამავე მუხლის მე–7 ნაწილში კი ვკითხულობთ: „სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით და დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ წყაროს ინფორმაციით, შსს–ს კუთვნილ მანქანას, რომელიც „ბე–ემ–ვეს“ დაეჯახა, ნასვამ მადგომარეობაში მყოფი არჩილ ბაცანაძე მართავდა. მან ახალციხეში, ერთ–ერთი ადგილობრივის დაბადების დღეზე იქეიფა და თბილისში მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამ ფაქტს, არც უარყოფენ და არც ადასტრურებენ: „ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, რადგან მძღოლის ვინაობა პერსონალურია. ასევე,პერსონალურია ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა მართვის უფლება ამა თუ იმ პირს“.

შსს–ს სამსახურეობრივი „შკოდა“ მარტში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს პარკინგზე არ ჩანდა. შეკეთებული მანქანა ამ დროისთვის კვლავ შსს–ს ემსახურება.

„მუხლი რომლითაც ძიებაა დაწყებული, ნივთის დაზიანებას გულისხმობს, მაგრამ რადგან მანქანა უკვე გაკეთებულია, შესაძლოა ამ ადამიანს სამსახურში დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი.

მისივე განმარტებით, სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლით ძიების დაწყება ავტომატურად მართვის უფლების ჩამორთმევას არ გულისხმობს: „შესაძლოა ჯერ დანიშნული ექსპერტიზების პასუხებს ელოდებოდნენ“.

მომხდარს სააპტრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტი იძიებს.

არჩილ ბაცანაძე საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2015 წლის შემოდგომით დაინიშნა, მას შემდეგ, რაც სამმართველოს უფროსის პოსტი გიორგი ნასყიდაშვილმა დაიკავა. ამ ეტაპზე ბაცანაძე მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებს.

ავარია გორში – რა კავშირი აქვს მომხდართან სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს
BMW-ს მარკის ავტომობილი

ავარია გორში – რა კავშირი აქვს მომხდართან სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს
სამმართველოს კუთვნილი ავტომობილი

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს თანამდებობა დაატოვებინეს
აწყურში ტრაილერი გადაბრუნდა
პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა
დვირთან ტრაილერი გადაბრუნდა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
ადიგენში მომხდარი ავარიის დროს, საჭესთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იჯდა