FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 31.05.2016
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს არჩილ ბაცანაძეს სამი წლით მართვის უფლება ჩამოართვეს და სასტიკი საყვედური გამოუცხადეს;

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს მართვის უფლება ჩამოერთვა
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილეს არჩილ ბაცანაძეს ადმინისტრაციული და დისციპლინური სახდელი სამსახურეობრივი მანქანით, ქალაქ გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკისრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაცანაძეზე ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116–ე მუხლის მე–7 ნაწილის მიხედვით შედგა.

ეს მუხლი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემას ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის.

116–ე მუხლის მე–7 ნაწილში კი ვკითხულობთ: „სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით და დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით“.

„ამ პიროვნებას სამი წლით მანქანის მართვის უფლება ჩამოერთვა, ასევე პირად საქმეში სასტიკი საყვედური გამოუცხადეს“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ბაცანაძე მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს: „სასტიკი საყვედური ნებისმიერს შეიძლება გამოუცხადონ, თუ რაიმეს დააშავებს“.

შეგახსენებთ, არჩილ ბაცანაძე სამსახურეობრივი მანქანით, შავი ფერის „შკოდა“ სერიით AF–682-FA, BMW-ს მარკის ავტომობილს 13 მარტს, ღამით გორში, ცენტრალურ მაგისტრალზე შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა. შსს ავარიის ფაქტს ადასტურებდა, თუმცა, მძღოლის ვინაობას არ ამჟღავნებდა. რედაქცია, ამავე მასალაში დამტვრეული მანქანების ფოტოებსაც ავრცელებდა.

არჩილ ბაცანაძე საპატრულო პოლიციის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ 2015 წლის შემოდგომით დაინიშნა, მას შემდეგ, რაც სამმართველოს უფროსის პოსტი გიორგი ნასყიდაშვილმა დაიკავა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს თანამდებობა დაატოვებინეს
ავარია გორში – რა კავშირი აქვს მომხდართან სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს
დვირთან ტრაილერი გადაბრუნდა
აწყურში ტრაილერი გადაბრუნდა
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეს 250 ლარით დააჯარიმებენ
პირი, რომელიც ავტომანქანით ქალს დაეჯახა დაჯარიმდა
ორ დღეში მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა  ამოქმედდება