FM97.5 / LIVE

ბორჯომში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2019
World Vision საქართველოს ორგანიზებით, ბორჯომში რეგიონული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ, გამოცდილების გაზიარებასა და ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობას ბიზნეს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის.

ბორჯომში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე იმსჯელეს

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ სპიკერები, რომლებმაც წარადგინეს თავიანთი სოციალური პროექტები და განიხილეს კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის წარმატებული მაგალითები. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნო საქართველოში არსებული პრობონო ქსელი, სადაც ბიზნესკომპანიები თავისი ექსპერტიზის და შესაძლებლობების ფარგლებში მოხალისეობრივად დაეხმარებიან სამოქალაქო ორგანიზაციებს. წვდომა მსგავსი სახის ახალ შესაძლებლობებზე, ხელს უწყობს სექტორთა შორის გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის წამყვანი ბიზნეს კორპორაციების, სამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საჭიროებაზე და გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა World Vision საქართველოს მიმდინარე პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასა და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ეფექტიანი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility /CSR ) მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ შვიდ თემას, ესენია:

1. ბიზნესის ეთიკურად წარმოებას;
2. ადამიანის უფლებების დაცვას;
3. შრომითი სტანდარტების დაცვას;
4. გარემოს დაცვას;
5. მომხმარებელთან პასუხისმგებელ ურთიერთობას;
6. სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობას;
7. ბიზნეს საქმიანობის გამჭირვალობას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
თანამშრომლობა სატყეო სფეროში და სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმები
იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს