FM97.5 / LIVE

თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა [R]

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 09.05.2016
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის“ საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად თინათინ ხიდაშელმა ახალი კონცეფცია თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს გააცნო.

თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა [R]

19 აპრილს შეხვედრების სერია წიგნის სახლ "ლიგამუსში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დაიწყო. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სტუდენტებისთვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ხვალინდელი დღე სწორედ მათ ეკუთვნით და ქვეყნის სამომავლო თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება მათი უშუალო ინტერესია.

„ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც გვინდა, გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა. შეუძლებელია, წარმატებული რეზერვის ან მობილიზაციის სისტემაზე ვისაუბროთ, თუკი მას საზოგადოება მხარს არ უჭერს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შეხვედრები. სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ კონცეფციაში, სწორედ, დისკუსიებიდან გამომდინარე, და იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდობასთან შეხვედრები დაგვეხმარება მის დახვეწაში. დაინტერესება საკმაოდ მაღალია, უკვე ორ უნივერსიტეტში ვიყავით, ძალიან აქტიურები არიან სტუდენტები. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ის ლეგიტიმური წუხილები და მოსაზრებები, რომელსაც ახალგაზრდობა გამოხატავს. ვფიქრობ, მსგავსი დისკუსიები სასარგებლოა ჩვენთვის და მათთვისაც,“_ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ამავე დღეს, 19 აპრილს სტუდენტებთან შემდეგი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტშიც (შEU) გაიმართა. ნებისმიერი ტიპის რეზერვი, მობილიზაცია, გაწვევა, ანუ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჯარის და საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობას, ერთობლივ მოქმედებას გულისხმობს, აუცილებად საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგი უნდა იყოს. ჩვენ ვცდილობთ, ეს კონსენსუსი ვიპოვოთ საჯარო განხილვებით. _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები რეზერვისთვის საჭირო მრავალი საკითხით, აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობის, ტერორიზმთან ბრძოლისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის თემებით დაინტერესდნენ.

21 აპრილს თინათინ ხიდაშელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ესტუმრა და სტუდენტებს პროექტის დეტალები პირადად გააცნო. _ სულ უფრო საინტერესო ხდება ეს დისკუსიები. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო. ვფიქრობ, ასეთი თავისუფალი, დებატებისთვის გახსნილი, განსხვავებული აზრების თამამად გამოთქმისთვის მზად მყოფი ახალგაზრდების ყოლა ქვეყნის ყველაზე დიდი პლუსი და წარმატებაა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს.“ _ განაცხადა მინისტრმა.

თბილისის მასშტაბით კიდევ ერთი შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში 23 აპრილს გაიმართა. შეხვედრას ყველა ის სტუდენტი და მსურველი დაესწრო, ვინც წინასწარ ონლაინ რეგისტრაცია გაიარა.

შეხვედრის მთავარი მიზანი „შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის“ გაცნობა იყო. პროექტის დეტალებზე კონცეფციის ავტორმა, რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ისაუბრა. სტუდენტების კითხვებს კი კვლავ თავდაცვის მინისტრმა უპასუხა.

"მზად ვართ, ნებისმიერ უნივერსიტეტში მივიდეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით _ გორში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები. ჩვენთვის ახალგაზრდების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

„შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია იქნება პროდუქტი, რომელშიც თანაბრად აისახება სამხედროების ხედვა, როგორი რეზერვი სჭირდება შეიარაღებულ ძალებს და, მოქალაქეების მზადყოფნა, თუ როგორი ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას ქვეყნის თავდაცვაში. სწორედ ამიტომ, კონცეფციის სამუშაო ვერსიას ეცნობიან არა მხოლოდ სამხედრო თემატიკაზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, სტუდენტებიც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად” [R]
საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვა და მოსაზრებები
ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება
'საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი - კონცეფცია განსახილველად მზად არის'
თინათინ ხიდაშელი: 'ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რაც კი ოდესმე საქართველოს და აშშ-ს ჰქონიათ' [R]
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ  თინათინ ხიდაშელთან [R]