FM97.5 / LIVE

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვა და მოსაზრებები

მთავარისაზოგადოება 28.03.2016
ეროვნული თავდაცვის სისტემის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის არსებობა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე მუშაობს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვა და მოსაზრებები

კონცეფციის პროექტი თავდაცვის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად უკვე განიხილა. პროექტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვის მთავარი ამოცანა ომის, კრიზისებისა და მშვიდობიანობის დროს ძირითადი ძალების მხარდაჭერაა. კონცეფციის სამუშაო ვერსიაში ასევე გაწერილია რეზერვის სამი კატეგორია – არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვი. ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის მონაწილეებმა კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს.

ირაკლი ლექვინაძე, „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი: ჩვენ უნდა გვქონდეს სხვადასხვა ტიპის გამოწვევებსა და საფრთხეებზე ადეკვატური რეაგირების შესაძლებლობა, იქნება ეს: სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, ტერორიზმი და დივერსიები, ჩვენს ტერიტორიაზე სეპარატისტულ-კრიმინალური ელემენტების შეიარაღება სხვა ქვეყნის მიერ თუ კონფლიქტების გადმოდინება მეზობელი ქვეყნებიდან.

საქართველოს სჭირდება იმაზე დიდი შეიარაღებული ძალები ვიდრე დღეს ჰყავს. მეორე მხრივ არარაციონალური და არსებული რესურსებით შეუძლებელია შეიარაღებული ძალების თვისობრივი, რიცხობრივი ზრდა. გამოსავალი ერთია – ეფექტური, ბრძოლისუნარიანი, მოქნილი სარეზერვო სისტემის შექმნა. იმთავითვე უნდა ვთქვათ, რომ რეზერვის შექმნა არ ეწინააღმდეგება ჩვენს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. პირიქით, ჩვენ ჩაგვეთვლება პლუსად თუ კრიზისულ სიტუაციებში ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული NAთO-ს წევრი სხვა ქვეყნების დახმარებაზე და კონტრიბუტორები გავხდებით საერთო უსაფრთხოების სისტემაში და არ ვიქნებით მხოლოდ მომხმარებლები.
შეიარაღებული ძალები და მისი სარეზერვო კომპონენტი უნდა განვითარდნენ პარალელურად, იმგვარად, რომ ერთის გაძლიერება არ მოხდეს მეორეს დასუსტების ხარჯზე.

ვფიქრობ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია არის კარგად დაბალანსებული ჩარჩო დოკუმენტი, რომლის დეტალების დახვეწის შედეგად შესაძლებელია მივიღოთ ჩვენს რეალობაზე (აქ ვგულისხმობ როგორც გამოწვევებს და საფრთხეებს ისე რესურსებს და შესაძლებლობებს) იდეალურად მორგებული სისტემა. ისიც ნათელია, რომ კონცეფციის იმპლემენტაციის სხვადასხვა ეტაპზე გარდაუვალია გარკვეული ხარვეზების და პრობლემების გამოვლენა. თუმცა მათი აღმოფხვრა და გასწორება არ იქნება დაუძლეველი პრობლემა.

პაატა გიგაური, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ ხელმძღვანელი: „არმიის რეზერვი, კლასიკური სამხედრო დოქტრინის მიხედვით არის არმიის ბირთვი, რომელიც წყვეტს კიდეც ომის ბედს. რეგულარული არმია აკავებს მოწინააღმდეგეს და საშუალებას აძლევს რეზერვს (ანუ ერის მეომარ ნაწილს) გაიშალოს ომის შტატის მიხედვით. 1918-1921 წლების საქართველოს არმიაც ამის დასტურია, თავიდან ყველა ოპერაცია წარუმატებლად იწყებოდა, მაგრამ მობილიზაციის ხარჯზე გაძლიერებული არმია, როგორც წესი, წარმატებით ასრულებდა საომარ კამპანიებს. რეზერვი არ არის მეორეხარისხოვანი კომპონენტი და რეზერვისტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ შეიარაღებული ძალების სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრია.

გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსი: „რეზერვი უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა, საზოგადოების დაკვეთა, ჩვენ ერთად უნდა შევიმუშაოთ ეს აუცილებელი მახასიათებლები, პარამეტრები და მოთხოვნებია რაც საჭირო არის მოქნილი, ეფექტიანი და რესურსებზე ორიენტირებული რეზერვის ფორმირებისა და გამოყენებისათვის.“

დავით ებრალიძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე: „ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მივცემთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, სასწავლო ორგანიზაციებს შესაძლებლობას, რათა მათი შეხედულებები წარმოგვიდგინონ კონცეფციასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შეხვედრები გვექნება უკვე საკომიტეტო, საპარლამენტო... შესაბამისად, ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ, დავამტკიცებთ ამ კონცეფციას და დასამტკიცებლად წარვუდგენთ პარლამენტს.

მას შემდეგ, რაც ექსპერტები და სამხედრო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარ მოსაზრებებს და შენიშვნებს წარმოადგენენ, დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის უკვე შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს.
საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობისთვის იგეგმება კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია და შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან, ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

საქართველოს შეიარაღებული
ძალების მობილიზაციისა
და რეზერვის კონცეფციით დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
www.stratcom@mog.gov.ge


(R)


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

“რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად” [R]
ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება
თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა [R]
'საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი - კონცეფცია განსახილველად მზად არის'
თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება [R]
'საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის  დასაწყისი ქართული ჯარისთვის'
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [R]