FM97.5 / LIVE

“რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად” [R]

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 26.04.2016
მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია პარლამენტარებთან განიხილეს

“რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად” [R]

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. ამჯერად დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებთან ერთად გამართეს.

კანონმდებლებს კონცეფ­ციის პროექტის შესახებ პრეზენტაცია გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა მუდმივი ტრანსფორმაციის პროცესშია და მისი სტრუქტურა, საფრთხეებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეიცვალოს. პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ ყურადღება მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის მიზანზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ სისტემა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების რეზერვით უზრუნველყოფასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კონცეფციის პროექტის ავტორ­მა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს რეზერვის ყოველწლიური საწვრთნელი ციკლის შესაძლო სქემა და რეზერვის ანაზღაურების დაანგარიშების პრინციპიც წარუდგინა. პოლკოვნიკმა ჩუბინიძემ ასევე დეტალურად ისაუბრა რეზერვის სამ კატეგორიაზე – არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების რეზერვის შესახებ.

კონცეფციის სამუშაო ვერსია რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით არის შემუშავებული; ის სრულიად ავთენტურია; თუმცა, პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC) გამოცდილებას მოიცავს. კონცეფციის სამუშაო ვერსიის ავტორმა ასევე აღნიშნა, რომ მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვა და განახლება.

„თვე-ნახევარზე მეტია, რაც დაწყებული გვაქვს დისკუსიები. ახლა შუალედური პროდუქტის მდგომარეობაში ვართ და ამიტომ, ის დეპუტატებს წარვუდგინეთ. მაისის ბოლოსთვის ვგეგმავთ, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი კონსულტაციის შედეგად შეთანხმებული ვარიანტი უკვე სრულფასოვნად წარვუდგინოთ საზოგადოებას. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსი შედგება. მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულებები ჩამოყალიბდება იმიტომ, რომ სხვანაირად საზოგადოებისგან შეუძლებელია იმ ტიპის ენთუზიაზმის, მხარდაჭერის მიღება, რაც ამ პროცესს სჭირდება. რეზერვი - ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად. თუ ეს თანხვედრა არ შედგა, მაშინ ვერც ერთი პროექტი, რაოდენ დიდებული კონცეფციებიც უნდა დავწეროთ, წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, რომლითაც ვმოქმედებთ, ეს თანხმობა და ერთობა შედგეს გამოიღებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა კანონმდებლებთან კონცეფციის სამუშაო ვერსიის განხილვის შემდეგ.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის სამუშაო ვერსიის გაცნობისა და დისკუსიის შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც დაათვალიერეს და მის შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს.

თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კონცეფციის პირველადი პროექტი ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ორჯერ უკვე განიხილეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კონცეფციის პროექტის პრეზენტაციასა და შეხვედრებს ასევე ვეტერანებთან, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, ბიზნესასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გეგმავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვა და მოსაზრებები
თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა [R]
ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება
'საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი - კონცეფცია განსახილველად მზად არის'
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ  თინათინ ხიდაშელთან [R]
ბორჯომის პარკის კონცეფციის კონკურსზე ორი პროექტი შეირჩა [R]
ბორჯომში პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე მერია კონკურსს აცხადებს