FM97.5 / LIVE

ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის განხილვა გრძელდება

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 11.04.2016
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მობილიზაციის და რეზერვის ახალი კონცეფციის საჯარო განხილვებს განაგრძობს. 29 მარტს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ რიგით მეორე შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. დისკუსია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა.

ერთად შევქმნათ ნამდვილი რეზერვი – ახალი კონცეფციის  განხილვა გრძელდება

ჩვენი ამოცანაა ზაფხულის ბოლოს – სექტემბრისთვის საქართველოს აბსოლუტურად დასრულებული ვარიანტი შევთავაზოთ, მათ შორის ჩატარებული პირველი ფაზის ჩათვლით. ჩვენი გეგმაა, კონცეფცია მაისის ბოლოს დავასრულოთ. მაისის ბოლოს გვექნება დიდი ღონისძიება, სადაც ნატოს რეზერვის ოფიცრებიც ჩამოვლენ. მათთან და ქართველ ექსპერტებთან ერთად დოკუმენტს საბოლოო სახეს მივცემთ, რომელსაც ივნისში გამოვაქვეყნებთ. ზაფხულში ვგეგმავთ პირველი ექსპერიმენტული ფაზის გაკეთებას. სექტემბრიდან უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თემა დახურულია, დისკუსიები დამთავრებულია და რეალურ მოქმედებაზე გადავდივართ, – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

კონცეფციის ავტორი, პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა. რეზერვისა და მობილიზაციის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი. ავტორი ამბობს, რომ პირველი და აუცილებელი წინაპირობაა – სოციალურ ცნობიერებაში დამკვიდრდეს „მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია, რომელიც ჩაანაცვლებს ე.წ. „რეზერვის კონცეფციას, ვინმეს ხედვას რეზერვის განვითარებაზე“ და ა.შ.. მისი განმარტებით, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა საქართველოს მოსახლეობაში, გეგმაზომიერი მუშაობითა და წვრთნებით ეტაპობრივად აღდგეს მისთვის ისტორიულად მახასიათებელი, მუდმივი მზადყოფნისა და განგაშზე სწრაფი რეაგირების უნარ-ჩვევები, სამშობლოსა და მოყვასის დასაცავად.

მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესი მაღალია. პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძე პასუხობს შეკითხვებს, რომელიც კონცეფციის პროექტთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დაისვა.

შესაძლებელია თუ არა მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის საბოლოო ფორმატის ჩამოყალიბებაში გარეშე დაინტერესებულმა პირებმაც მიიღონ მონაწილეობა?

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცე ნებაა უზრუნველყოს ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობა შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვასა და საბოლოო ფორმატამდე დამუშავების პროცესში. ამის რეალიზება უკვე დაიწყო. 14 მარტს ვაზიანში და 29 მარტს კრწანისში გამართული საჯარო განხილვებით, რომლებშიც მონაწილეობდნენ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები. ასევე, კონცეფცია დაიდო თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდსა (www.mod.gov.ge) და ფეისბუქის გვერდზე, შეიქმნა ელექტრონული ფოსტა stratcom@mod.gov.ge, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოსაზრების გამოგზავნა შეუძლია. აგრეთვე იგეგმება შეხვედრები და განხილვები სტუდენტებთან, ვეტერანებთან, დამსაქმებლებთან, ბიზნესსექტორთან.

- რას გულისხმობს მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია?

- მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის“ მთავარი მახასიათებელია ის, რომ უპირველესად ის ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო სისტემის აღდგენასა და განვითარებას, სამობილიზაციო რესურსებისა და სამობილიზაციო რეზერვების მართვისათვის სამოქალაქო სისტემებში მჭიდროდ ინტეგრირებული სტრუქტურების ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, კონცეფცია მოიცავს დაგეგმვისა და მართვის მოქნილ, სპეციფიკურ მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისა და რეზერვის სისტემა უმოკლეს დროში საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებს მოერგება და შესაბამისად უპასუხებს წარმოქმნილ ახალ გამოწვევებს;

შემუშავებულია სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების განკარგულებაში რეალურად არსებული რესურსების გათვალისწინებით და ეფუძნება ეტაპობრივად განვითარების პრინციპს;

არის სრულიად ავთენტური და არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნის ანალოგიური სისტემის ასლს, მიუხედავად იმისა, რომ მასში ფართოდაა გამოყენებული პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება.

- ახალი კონცეფციის თანახმად, ვის შეეძლება იმსახუროს შეიარაღებული ძალების რეზერვში?

- ახალი კონცეფციის მიხედვით შეიარაღებული ძალების რეზერვში შეიძლება იმსახუროს საქართველოს მოქალაქემ 18 წლის ასაკიდან, თუკი მისი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობა შეესაბამება სამხედრო-სარეზერვო სამსახურში არსებულ მოთხოვნებს. რეზერვის სხვადასხვა კატეგორიისათვის ეს მოთხოვნები იქნება სხვადასხვა. ასაკის ზედა ზღვარზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს განხილვა (60 ან 65 წელი).

- ეყრდნობა თუ არა ახალი კონცეფცია სხვა ქვეყნის პრაქტიკასა და მაგალითებს?

- ახალი კონცეფციის შემუშავების დროს გამოყებულია NATO-სა და სხვა პარტნიორი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. 2013 წლის ნოემბრიდან საქართველო გახ­ლავთ NATO-ს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის (NRFC- National Reserve Forces Committee) დამკვირვებელი წევრი, რაც იძლევა ზემოაღნიშნული ქვეყნების სამობილიზაციო და სარეზერვო სისტემებში მიმდინარე განახლებების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიღებისა და ტექნოლოგიების გაზიარების საუკეთესო საშუალებას.

- რას შეუწყობს ხელს მობილიზაციისა და რეზერვის ახალი კონცეფციით ხელმძღვანელობა?

- კონცეფციის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და დამტკიცება უპირველესად ახალი ნორმატიული ბაზის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, უნდა გახდეს კონცეფციით გათვალისწინებული მობილიზაციისა და რეზერვის სისტემის ახალი მოდელის გამართული ფუნქციონირების გარანტი.

- წახალისდებიან თუ არა ის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო რეზერვში იმსახურებენ?

- კონცეფციის თანახმად გათვალისწინებულია რეზერვისტთა წახალისება ანაზღაურებით და ჯილდოებით (კატეგორიების მიხედვით). გარდა ამისა, ეტაპობრივად დაინერგება დასაქმების ხელშეწყობისა და დამსაქმებლებთან დაინტერესებული თანამშრომლობის მექანიზმები. კანონმდებლობით გამყარდება რეზერვისტთა შრომისა და სოციალური დაცვის გარანტიები. რეზერვისტს მიეცემა საშუალება მიიღოს ახალი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელსაც გამოიყენებს სამოქალაქო ცხოვრებაშიც. კონცეფცია საერთაშორისო წვრთნებსა და მისიებში რეზერვისტთა ეტაპობრივად ჩართვასაც (ნებაყოფლობით) ითვალისწინებს, შესაბამისად მათი დასაქმების კიდევ ერთ შესაძლებლობასაც.

- რა სარგებელი ექნება ქვეყანას ახალი კონცეფციის თანახმად?

- საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ სწრაფად გაძლიერებისა და შევსების მნიშვნელოვან პოტენციალს, ხოლო სამოქალაქო ხელისუფლების სტრუქტურები მიიღებენ ბუნებრივ და ტექნოგენურ კატასტროფებზე რეაგირებისათვის საჭირო კომპეტენტურ და ძლიერ მხარდაჭერას.

საქართველოს მოსახლეობაში აღორძინდება და დამკვიდრდება გარე და შიდა გამოწვევებისათვის მზადყოფნისა და სწრაფი მობილიზაციის უნარი.
რეზერვისტი მოქალაქე აღჭურვილი იქნება კრიზისულ სიტუაციებში მოყვასისა და საკუთარი თავისათვის გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გასაწევად საჭირო ცოდნითა და უნარებით.

ქვეყანაში აღდგება სახელმწიფო-სამობილიზაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ომისა და კრიზისების დროს სახელმწიფო მართვის მექანიზმების სწრაფ და კოორდინირებულ რეაგირებას ქვეყნის მოსახლეობის, ეკონომიკისა და პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

[R]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის განხილვა და მოსაზრებები
“რეზერვი ეს არის ჯარი და საზოგადოება ერთად” [R]
თინათინ ხიდაშელი: ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მთავარი აუდიტორია, რომელთანაც ჩვენ გვინდა გვქონდეს მაქსიმალური თანხმობა [R]
'საარმიო, ტერიტორიული, სპეციალისტთა რეზერვი - კონცეფცია განსახილველად მზად არის'
ბორჯომში პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა
ინტერვიუ თავდაცვის მინისტრ  თინათინ ხიდაშელთან [R]
კვირის აქცენტი: ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფცია[ვიდეო]