FM97.5 / LIVE

საქართველომ ნატოში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა

მთავარიპოლიტიკა 28.02.2016
2016 წლის 26 თებერვალს, ქალაქ ბრიუსელში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე არჩილ ყარაულაშვილმა 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

საქართველომ ნატოში 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა
2016 წლის 26 თებერვალს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების მოადგილეების დონეზე, რომელზეც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამა წარადგინა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ალიანსის 28 სახელმწიფოს წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, აღნიშნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული რეფორმათა გეგმა.

„აღინიშნა, რომ დოკუმენტი ყოვლისმომცველი, ამბიციური და ამავდროულად რეალისტურია. ასევე, ხაზი გაესვა რეფორმების წარმატებით შესრულების მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების საქმეში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2016 საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ხაზი გაუსვეს საქართველოში მ.წ. ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობას. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედერების წინასწარ დღის წესრიგს“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ალიანსის წევრებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს ნატოს მიერ წარმოებულ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და საქართველოს ურყევი მზაობისთვის, გააგრძელოს მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მათ ასევე, აღნიშნეს ყველა არსებულ ფორმატში, მათ შორის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის ჯგუფის ფორმატში, საქართველოს აქტიური მონაწილეობა.

„ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი მათი ურყევი მხარდაჭერა“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველო წლიურ ეროვნულ პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს და მას ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
'ნატო-ში გაწევრიანება, მშვიდობიანი, უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების გარანტია'
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს ნატოს როლის შესახებ საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაში”[R]
რაზე ისაუბრა დავით ბაქრაძემ ბერლინში, საქართველო–გერმანიის ფორუმზე
რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?
თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა